fbpx

7 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

7 სექტემბერს, 15:00 საათზე კინოსახლის განახლებულ დარბაზში  სპეციალური კომისიის წინაშე, სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის გახმაურებული ფილმის, „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ ჩვენება გაიმართება

Image result for ჩემი ბედნეირი ოჯახი

კომისიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ფილმი გახდება, რომელიც პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე, ევროპული პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს პარალელურად, ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას, „აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 20% უკან დაიბრუნონ. კვალიფიციური ხარჯების დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში 5-პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი.

  1. ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა;
  2. საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ მნიშვნელოვან პოზიციებზე

(მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.);

  1. ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები;
  2. პოსტპროდუქციის განხორციელება საქართველოში;
  3. დისტრიბუცია და ფესტივალები.

სწორედ ამ პუნქტების მიხედვით გადაწყდება, მიიღებს თუ არა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დამატებით ანაზღაურებას.

 

მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ბურკინა-ფასოს მთავრობამ მათ გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვების ნება დართო

გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვების მიზანი მალარიის გამავრცელებელი კოღოების განადგურებაა. ეს აფრიკის კონტინენტზე ასეთი კოღოების გაშვების პირველი შემთხვევა იქნება. მალარია მაშინ ვრცელდება, როდესაც დაინფიცირებული კოღო ადამიანს კბენს. 2016 წელს მალარიით 445 000 ადამიანი დაიღუპა. მათგან უმეტესობა აფრიკელი ბავშვები იყვნენ. თუ მეცნიერები შეძლებენ, რომ ბუნებაში მალარიის გადამტანი კოღოს რაოდენობა შეამცირონ, ეს დაავადების გავრცელებასაც დიდწილად შეზღუდავს.

წყარო: https://www.statnews.com/

 

“სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი ემილია კლარკი დოლჩე და გაბანას ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს.

წყარო: https://www.youtube.com

The Cranberries-ის სოლისტის, დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა

Dolores O'Riordan

როგორც ვესტმინსტერის გამომძიებელმა განაცხადა, მუსიკოსი ალკოჰოლით მოწამლული იყო და აბაზანაში დაიხრჩო. გამომძიებლის განცხადებით, სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ძალადობის ან თვითდაზიანების ნიშნები არ იკვეთებოდა. მომღერალი სასტუმროს აბაზანაში იპოვეს. დოლორეს ო’რიორდანი 15 იანვარს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: https://www.bbc.co.uk

At Eternity’s Gate – ასე ჰქვია ჯულიან შნაბელის მხატვრულ ფილმს, რომელიც ლეგენდარული მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებას ეხება. მხატვრის როლს ფილმში უილიამ დეფო ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

ქუთაისში, გორას დასახლებაში არქეოლოგებმა თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს

არქეოლოგების ინფორმაციით, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და ექვსი მეტრის სიღრმის თხრილი სავარაუდოდ 3000 წლის წინანდელი უნდა იყოს. სამუშაოები დღეს დილით განახლდა. ადგილზე ქართულ-პოლონური ექსპედიცია მუშაობს.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

ტორონტოს კინოფესტივალზე წელს რამდენიმე ქართული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი

ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, “აღლუმის” მსოფლიო პრემიერა სწორედ ტორონტოში გაიმართება. ფილმი ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, ხოლო მესამე – ავანტიურისტი მექალთანე მსახიობი.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის – გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ახალი წელი” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ეს არის დრამა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის. გიორგი სიხარულიძის ნამუშევარი ტორონტოში უკვე მეორედ ხვდება. 2016 წელს საკონკურსო პროგრამაში მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “წითელი ვაშლები” იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ტორონტოში გაიმართება ევა ჰუსონის ფილმის, “მზის გოგონების” საერთაშორისო პრემიერა. “მზის გოგონები” წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა და კინოფესტივალის მთავარი პრიზის – “პალმის რტოსთვის” იბრძოდა.

ტორონტოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე – TIFF Filmmaker Lab, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ კინემატოგრაფისტებს მასპინძლობს, საკუთარ პროექტს, “ცარიელი სახლი” რატი წითელაძე წარადგენს. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი 6-16 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1582

გაეცანით BIAFF 2018-ის  – ბათუმის კინოფესტივალის – „ქართული პანორამის“ სექციის ფილმებს

Image result for BIAFF 2018

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი  2018 წლის 16-23 სექტემბერს ტარდება. კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქალაქ ბათუმის მერია. წელს ქართულ პანორამაში არასაკონკურსო ჩვენებით წარმოდგენილი იქნება ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებული ქართული ფილმები:

  1. “ანდრო” – თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017, 25 წთ.
    2. “ბათუმის ერთი დღე” –  საქართველო, 2018, 41 წთ.
    3. “დევნილობის ცხრა წელიწადი” – თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018, 23 წთ.
    4. “მეთევზე” – თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017, 17 წთ.
    5. “დიდუბე, ბოლო გაჩერება” – შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია, 2017, 64 წთ.
    6. “ინსტიტუცია #16” – საქართველო, 2017, 64 წთ.
    7. “მოუსმინე სიჩუმეს” – მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016, 80 წთ.
    8. “მტვრით მოწამლულები” – თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.
    9. “რეზო”  – ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017, 63 წთ.
    10. “ჯარა” – ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017, 52 წთ.
    11. “ჰამლეტი” – გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018, 110 წთ.

ქართული კინოს კლასიკა

ქართული კინოს 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ქართული კინოკლასიკის რამდენიმე ფილმის აღდგენილი ვერსია:

  1. “ალავერდობა” – გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962, 52 წთ.
    2. “ჩემი ბებია” – კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929, 29 წთ.
    3. “ფიროსმანი” – გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969, 85 წთ.
    4. “მარილი სვანეთს” – მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930, 44 წთ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ნაკრები თამაშებს ახალი საშინაო ფორმით გამართავს – ნახეთ როგორ გამოიყურება გუნდის ახალი ფორმა:

საშინაო ფორმა

ჩვენი გუნდის ახალი საშინაო ფორმა ! 👕🇬🇪

Gepostet von Georgian Football Federation am Dienstag, 4. September 2018

წყარო: https://www.facebook.com/

9 სექტემბერს საქართველო-ლატვიის თამაშზე გურამ კაშიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. 

Image may contain: 1 person, smiling, text

წყარო: https://www.facebook.com/

ამერიკელი მსახიობი ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა

Image result for Burt Reynolds, "Smokey and the Bandit" star, dead at 82

გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. რეინოლდსმა პოპულარობის პიკს 1970-1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში Deliverance და Smokey and the Bandit. 1998 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე ფილმში Boogie Nights შესრულებული როლისთვის.

წყარო: https://edition.cnn.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.