fbpx

ქართველი იმპერატორის დაბრუნება: რა უნდა ვიცოდეთ „აკი ბაშოს“ შესახებ


გააზიარე სტატია

Image result

რა არის „აკი ბაშო“?

წლის მეხუთე სუპერტურნირი სუმოში

შემოდგომის პირველი ბაშო

სიტყვა „აკი“ იაპონურად შემოდგომას ნიშნავს.

იაპონელები მას შემოდგომის ბაშოსაც უწოდებენ.

 

თარიღები:

ბაშო სტარტს 9 სექტემბერს აიღებს და მიჯრით 14 დღის შემდგომ, 23 სექტემბერს დასრულდება.

 

ადგილი:
ბაშო ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ დარბაზში ტარდება, რომელიც იაპონური სუმოს მექად არის აღიარებული.

 

ტოჩინოშინი…

ბაშოზე ქართველი იმპერატორი, სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში მეორედ იასპარეზებს ოძეკის რანგში.

 

პროგრამა მინიმუმი…

იმისთვის, რომ ლევანმა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს, ბაშო დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს, ანუ 15 ორთაბრძოლიდან 8 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

გამომდინარე მისი ორი უმძიმესი ტრავმიდან, დადებითი ბალანსის შენარჩუნებაც დიდი წარმატება იქნება.

 

თუ ვერ?…

გამომდინარე წინა ბაშოს უარყოფით ბალანსით დაასრულებიდან, იგივე შედეგის გამეორების შემთხვევაში ტოჩინოშინი ისევ სეკივაკეს რანგში დაქვეითდება.

 

თუ მოხდა სასწაული და მოიგო?…

გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი  მეორე საიმპერატორო თასის მფლობელი იქნება  და შესაძლებელი გახდება „ცუნატორის“ პოზიცია მიანიჭონ.

„ცუნატორი“ არის იოკოძუნობის პრეტენდენტი.

როგორ ფორმაშია ტოჩინოშინი?

ვითარება არც ისე სახარბიელოა…

წინა ბაშოს ტრავმის მიზეზით გამოეთიშა და ამ პერიოდში 100%-ით აღდგენა ვერ შეძლო.

 

ვინ არიან ტურნირის ფავორიტები?

იოკოძუნები: 1) ჰაკუჰო, 2) კაკარიუ, 3) კისენოსატო

ოძეკები: 1) ტაკასიუ, 2) ტოჩინოშინი, 3) გოეიდო

 

სად შეიძლება ბაშოს ყურება?

ბაშოს რეპორტაჟების ყურება შეგვიძლია ქართული კომენტარებით adjarasport.com – ის ფეისბუქგვერდზე, ყოველდღე, 11:00 საათიდან.

რეპორტაჟებს წარუძღვებიან პროფესიონალი სუმოს ქომაგები – ამირან ურუშაძე და ლადო ნაცვლიშვილი.

 

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ფალავანს!


რეკომენდებული სტატიები
სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები

სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები

სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები
სუმოს სპორტული სახეობის წესებზე, ჩემპიონატების სტრუქტურასა და ქართველი სუმოისტების გამარჯვების მნიშვნელობაზე
სუმოს ქართული შტურმი

სუმოს ქართული შტურმი

სუმოს ქართული შტურმი
იმის შესახებ თუ რა გზა გაიარა ქართულმა სუმომ და მისმა ფანებმა დღევანდელ წარმატებამდე, ასევე როგორ უნდა გავშიფროთ სპორტის ამ სახეობის ყურისთვის მიუჩვეველი ტერმინოლოგია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.