fbpx

10 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

გუგლი 9 ოქტომბერს ნიუ-იორკში Pixel 3-სა და Pixel 3 XL-ს წარადგენს

Pixel 3 XL and Pixel 3 render.

ამ მოდელებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით  ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, Pixel-ის ახალ მოდელებს ეკრანის ღრმა ჭრილი ექნება 2160×1080 გაფართოებით. თითოეულის ეკრანის ზომა 5.5 ინჩს უდრის, რაც 13 სმ-ის ტოლია. მოდელები Qi უსადენო დამუხტვის ფუნქციით იქნება აღჭურვილი, კორპუსის დიზაინი კი მთლიანად შუშით დაფარული.

წყარო: https://www.forbes.com/

 

ბრიტანულმა კინო და ტელეაკადემიამ წლევანდელი, სტენლი კუბრიკის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი დაასახელა

ამჯერად ეს პატივი  ავსტრალიელ მსახიობს, ორი ოსკარის მფლობელ ქეით ბლანშეტს ხვდა წილად. ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ოქტომბერს სასტუმრო “ბევერლი ჰილტონში” გაიმართება.

წყარო: https://deadline.com/

 

ქართველი პიანისტი ნიკოლოზ ნამორაძე 2018 წლის ჰონენსის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

მან ფორტეპიანოზე შემსრულებლისთვის განკუთვნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯილდო – 100 ათასი დოლარი და ხელოვანის განვითარების პროგრამა მოიგო. ფინალში ნიკოლოზ ნამორაძემ ტაივანელ ჰან ჩენსა და ამერიკელ ლეველინ სანჩეს-ვერნერს აჯობა.

წყარო: http://www.honens.com/

 

 

მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმმა Roma ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა

Image result for Mexican drama 'Roma' wins Golden Lion at Venice Film Festival

ამით კომპანია Netflix-მა კინოფესტივალზე პირველ მასშტაბურ გამარჯვებას მიაღწია. კინოსურათს კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მიანიჭეს და თანამედროვე კინემატოგრაფიაში საუკეთესო შავ-თეთრ ფილმად  აღიარეს. ამავე ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი ოლივია კოლმანმა მიიღო ინგლისის დედოფალი ანას განსახიერებისთვის, ხოლო უილიამ დეფოს ვინსენტ ვან გოგის როლის შესრულებისთვის მიენიჭა პრიზი.

წყარო: http://www.euronews.com

 

მომღერალი ქეთი მელუა თბილისში კონცერტს გამართავს

Image result for katie melua

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით საღამოზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

კონცერტი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 16 სექტემბერს, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება. ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი სცენაზე საკუთარ ბენდთან ერთად გამოვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გერმანული VOGUE ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტზე წერს და 11 ქართულ წიგნს სტატიას უძღვნის

“11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ”, – ასე ჰქვია გამოცემის სტატიას.  “საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ, ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ”, – წერია სტატიაში.

სტატიაში განხილულ 11 წიგნს შორისაა: გერმანელი მწერლისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, ტილმან შპრეკელსენის წიგნი “შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი”, რომელიც რუსთაველის ეპოსის პროზაული ვერსიაა, ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”, არჩილ ქიქოძის “ჩიტის და კაცის ამბავი”, დავით გაბუნიას “დაშლა” და სხვები.

წყარო: https://www.vogue.de/

 

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე ახალ ფილმზე მუშაობს

ფილმს “ანტონი” ჰქვია და ის საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპროდუქცია იქნება. კინოსურათი საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე 2018 წლის ბოლოს წარდგება. ფილმის ბიუჯეტი 1.29 მილიონი ევროა. “ანტონი” ორი ახალგაზრდა ბიჭის, ანტონისა და იაკობის მეგობრობაზე მოგვითხრობს, რომლებიც შავ ზღვასთან ახლოს, პატარა გერმანულ დასახლებაში ცხოვრობენ. ფილმში მთავარ გმირებს უკრაინელი და გერმანელი მსახიობები ნიკიტა შლანჩაკი, მიკიტ დზიადი, ანტონ სებასტიანი და ტეტეთია გრანჩიკი თამაშობენ.

წყარო: https://www.filmneweurope.com/

 

ტორონტოს კინოფესტივალზე  გიორგი სიხარულიძის ფილმის, “ახალი წლის” პრემიერა გაიმართა.

Image may contain: 2 people, people standing

ფოტო: https://www.facebook.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.