fbpx

უფასო Dominos Pizza ტატუს სანაცვლოდ – მთელი ცხოვრების მანძილზე


გააზიარე სტატია


 

„დომინოს პიცის“ რუსულმა ფილიალმა გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად დახურა უჩვეულო სარეკლამო კამპანია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უფასო პიცას ჰპირდებოდა ყველას, ვინც თავის ტანზე, გამოსაჩენ ადგილას, Domino’s Pizza-ს ლოგოს ტატუს გაიკეთებდა.

კამპანიის დასრულების მიზეზი იმ ადამიანების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა გახდა, ვინც სულ რამდენიმე დღეში უფასო პიცისთვის საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ათასგვარი ნაირსახეობის „დომინოს პიცის“ ტატუ დაიხატა.

 

„დომინოს პიცის“ რუსული ფილიალის სარეკლამო კამპანიის პირობების მიხედვით, კომპანიის ლოგოს ტატუს ყველა მფლობელს უფლება ჰქონდა  წელიწადში 100 პიცა მიეღო, 100 წლის განმავლობაში.

კამპანიის დახურვამდე Dominos Pizza-ს ტატუს გაკეთება 350-ზე მეტმა ადამიანმა მოასწრო. ეს კი უფასო პიცის მფლობელების რამდენიმე კრეატიული ნამუშევარია:

 

წყარო: euronews.com, thesun.co.uk


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.