14 სექტემბერი დილიდან
Matador Network-მა ქართული სამზარეულოს შესახებ სტატია მოამზადა სახელწოდებით “რატომ არის საქართველო აუცილებლად სანახავი ქვეყანა საჭმლისა და ღვინის მოყვარულებისთვის?”
ავტორი სტატიაში წერს, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში სამზარეულოს კუთხით გამორჩეული ქვეყანაა.
წყარო: https://matadornetwork.com/
ლეგენდარული მოცეკვავე და მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი თბილისში იმყოფება
ბარიშნიკოვი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 14, 15 და 16 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრში მონოსპექტაკლი „ბროდსკი ბარიშნიკოვი“ გაიმართება, რომელიც მოცეკვავემ მეგობარს, ნობელის პრემიის ლაურეატს, პოეტ იოსიფ ბროდსკის მიუძღვნა. საათნახევრიანი მონოსპექტაკლი ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა დადგა.
21 სექტემბერს ბრიტანული ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს
კონცერტზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ერთი დღით ადრე კი, 20 სექტემბერს, The Tiger Lillies თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს – “ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე, თაიგერ ლილიზს” ითამაშებს.
2018 წლის 23 სექტემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კამპანიის, „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, საფეხბურთო ჩემპიონატი „მამების თასი“ მეორედ ჩატარდება
წესები მარტივია: თითოეულ გუნდში უნდა იყოს 8-12 წლის მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილე: ორი გოგო და ორი ბიჭი (შესაძლებელია გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში), ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს.
ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა მაისურები, ბურთები და 13 ოქტომბერს გასამართი უეფას ერთა ლიგის საქართველო-ანდორის მატჩის ბილეთები. გამარჯვებული გუნდი მამების თასით დაჯილდოვდება და საქართველო-ანდორის მატჩზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამოვა.
წყარო: https://www.facebook.com/
ლანა ცაგარეიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა თბილისსა და გარიყულაში პარალელურ რეჟიმში გაიმართება
ახალი პროექტი „რიტმის ცვლილება“ ორი ნაწილისგან შედგება: 14 სექტემბერს, 18:00 საათზე თბილისში გამოფენა „აბსტრაქტული მოძრაობა“ – ABSTRACT MOTION გაიხსნება (მის. TERMINAL აბაშიძის 34); 16 სექტემბერს, 16:00 საათზე კი გარიყულას ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მხატვრის „ღვთაებრივი გეომეტრია“ – DIVINE GEOMETRY. საქართველოს ვიზუალური ხელოვნების სფეროში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი მხატვარი საკუთარ კოლექციას ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას – ცენტრსა და რეგიონში – წარმოადგენს. გამოფენები 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ძმებმა კოენებმა ნეტფლიქსთან ერთად ვესტერნის ჟანრის ახალი ფილმი The Ballad of Buster Scruggs გადაიღეს
ფილმში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო, ზოი კაზანი, სტეფან რუტი და სხვა მსახიობები ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com/
ჯენიფერ გარნერი ნეტფლიქსის ახალ კომედიაში ითამაშებს
მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ბესტსელერის, Yes Day-ის ეკრანიზაციაში. ფილმის სიუჟეტი პოპულარული ამერიკული დღის – თანხმობის დღის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უარს არაფერზე ეუბნებიან.
ნახეთ რომანოვების დინასტიაზე შექმნილი სერიალის პირველი სრული თრეილერი
Mad Men-ის შემქმნელის, მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში The Romanoffs, რომელიც ამაზონმა გადაიღო, ერთ-ერთ მთავარ როლს იზაბელ იუპერი ასრულებს. იუპერს პარტნიორობას სწორედ Mad Men-ის ვარსკვლავები – კრისტინა ჰედრიკსი და ჯონ სლატერი უწევენ.
წყარო: https://www.youtube.com/