fbpx

Artarea Festival – Different Corners / სხვა კუთხით


გააზიარე სტატია

 

არტარეა ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

22 სექტემბერი, თელავი, ნადიკვარის პარკი
ექსპერიმენტული მუსიკის და ფოლკის ინტერაქცია
პროექტი “სხვა კუთხით”
მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise, ანსამბლი თელავი და ანსამბლი პანკისი.

Gepostet von Artarea/Tv2.0 am Montag, 10. September 2018

 

„სხვა კუთხით“ წარმოადგენს კოლაბორაციულ პროექტს, რომელიც მიმართულია ტრადიციული მუსიკის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე. ზაფხულის განმავლობაში 3 ექსპერიმენტული მუსიკოსი Ben Wheeler-ი Tetenoise-ი და Vazhmarr-ი მუშაობდნენ კახეთის ორ ფოლკლორულ ანსამბლთან (ანსამბლი პანკისი, ანსამბლი თელავი), რათა შეექმნათ ინტერაქციული პროექტი. ხალხური სიმღერები შესრულდება სპეციალური თანმიმდევრობით, თითოეული სიმღერას მოსდევს ექსპერიმენტული კომპოზიციები, რომლებიც თავის მხრივ, ტრადიციული სიმღერების ელემენტებით იქნება გაჯერებული. ყველა მუსიკოსი ერთ სცენაზე სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა პერსპექტივით წარმოაჩენს ერთ კომპოზიციას. მიზანი ერთია- ხაზი გაესვას ტრადიციის მნიშვნელობას, დაცვას, კოლაბორაციასა და ახალ შემოქმედებით პოტენციალს.

პროექტი ხორციელდება Check In Georgia – ს ფარგლებში.

ფესტივალის მხარდამჭერი – თიბისი
ღონისძიების მხარდამჭერი – თელავის მუნიციპალიტეტი
ფესტივალის მედია პარტნიორები – მარკეტერი, ინდიგო, At.ge, რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.