fbpx

18 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

ნახეთ ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანსების განრიგი

Image result for ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანსების

კინოსეანსების განრიგი – კინოთეატრი “აპოლო” (მ. აბაშიძის 17)

18 სექტემბერი

12.00 – DC2- “მშიერი აჩრდილების კუნძული”, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/ ავსტრალია; 2018, 94 წთ.

14.00 – “ალავერდობა”, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962; 52 წთ.

15.00 – “მარილი სვანეთს”, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930; 44 წთ.

16.00 – DC3 – “შორეული თანავარსკვლავედი”, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/თურქეთი/ჰოლანდია, 2017; 82 წთ.

18.00 – FC3 – “რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

20.00 – FC4 – “მარცვალი”, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ.

22.30 – MC – “ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი”, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2018; 122 წთ.


კინოსეანსების განრიგი – ღია კინოჩვენებები (ერას მოედანი)

18 სექტემბერი

20.30 – “ჯარა”, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ.

22.00 – “ინსტიტუცია #16”, საქართველო, 2017; 64 წთ.


შენიშვნა: DC – დოკუმენტური ფილმების სექცია; FC – მხატვრული ფილმების სექცია; MC – დიდოსტატთა კოლექცია; SC – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.

 

მსახიობ ენ ჰეთეუეის ლგბტ უფლებების დაცვისთვის ჯილდო გადასცეს

Image result for Anne Hathaway denounces white privilege in award speech

ჰეთეუეი ნიუ-იორკში, Human Rights Campaign-ის ფარგლებში, სპეციალურად მისთვის მოწყობილ საღამოზე დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე ლგბტ უფლებების დამცველი ყველა ამერიკული ორგანიზაცია შეიკრიბა.

წყარო: https://nypost.com/2018/09/16/

 

პიტერ ფარელის ბიოგრაფიული დრამა Green Book ტორონტოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ფილმმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და მთავარ ნომინაციაში – ხალხის არჩევანი – გაიმარჯვა კიდეც. ფილმის სიუჟეტი 60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და რეალურ ამბავს ეხება. ფარელის დრამაში მოთხრობილია იტალიელ-ამერიკელი მძღოლისა და აფროამერიკელი პიანისტის ურთიერთობა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ფარაონ კომ ომბოს ტაძარში დასუფთავების დროს სფინქსის ქანდაკება იპოვეს

მკვლევრების ცნობით, მითოლოგიური პერსონაჟის ქანდაკება მთლიანად ქვიშაქვისგანაა დამზადებული. ვარაუდობენ, რომ ის პტოლემეების დინასტიის პერიოდს მიეკუთვნება, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 305 წლიდან ძვ.წ. 30 წლამდე მართავდა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიხსნა

Image result for ქუთაისის ოპერა

მაყურებლის წინაშე ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიოში აღიარებული უცხოელი მუსიკოსებიც წარდგნენ. ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები იქნებიან: თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე და აკაკი იოსელიანი. საოპერო კვირეული ქუთაისში 22 სექტემბერს გალაკონცერტით დასრულდება.

 

 

ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში რატი წითელაძე პირველი რეჟისორია, რომელმაც Golden Globes-ის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტი მოიპოვა

Image may contain: 4 people, people smiling, people standing

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის, TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით „ცარიელი სახლი“ – სამ გამარჯვებულს შორის დაასახელა.

წითელაძე ლოს-ანჯელესში, სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებას დაესწრება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2018 წელს ეკრანზე რეჟისორ რობ მარშალის მიერ გადაღებული მერი პოპინსის ახალი ვერსია გამოვა

“მერი პოპინსი ბრუნდება” – ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც მერი პოპინსის როლს მსახიობი ემილი ბლანტი ასრულებს. მასთან ერთად ფილმში მერილ სტრიპს, კოლინ ფერტს, ბენ უიშოუს, ანგელა ლენსბერნს, დიკ ვან დაიკსა და ჯული უოლტერსაც ვიხილავთ.

წყარო: https://www.youtube.com

 

ემის 2018-ის გამარჯვებულები ცნობილია – საუკეთესო დრამატული სერიალი “სამეფო კარის თამაშები” გახდა

Peter Dinklage - Outstanding Supporting Actor in a Drama Series - 'Game of Thrones'70th Primetime Emmy Awards, Press Room, Los Angeles, USA - 17 Sep 2018

ამერიკის კინო და ტელეაკადემიამ ემის 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში კლერ ფოი გახდა, კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის პრიზი “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავს, პიტერ დინკლიჯს ერგო. საუკეთესო მინისერიალად რაიან მერფის “ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა” დასახელდა.

წყარო: https://www.indiewire.com/

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.