fbpx

„კირკე“ – მოგზაურობა შეუძლებელისკენ


გააზიარე სტატია

Image may contain: 6 people, text

„კირკე“ – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა პოლონეთის დღეების ფარგლებში წარმოგიდგენთ პერფორმანსს:

ბატაი და ახალი დღეების აისი

Sławomir Krawczyński, Anna Godowska

 

შეიძლება მოგზაურობა შეუძლებელისკენ ნამდვილად მოხდეს?

ექვსი მოცეკვავე –  ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და თანამედროვე კულტურის კრიტიკოსის, ჟორჟ ბატაის მწვავე სამყაროში, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირე მოაზროვნეთაგან,  რომლებმაც შეძლეს უკომპრომისო და უპირობო კითხვები დაესვათ ადამიანურ ეგზისტენციალიზმზე.

ფილოსოფოსს მივყავართ იმ ადგილისკენ, სადაც “ყველა მღელვარე ემოცია შერწყმულია ერთში”. მისი პარადოქსული ფილოსოფია უხმო ჟესტით მიუთითებს ცეკვისკენ. როდესაც ვცეკვავთ, ჩვენ აღმოვაჩენთ შიშს და მისი სიღრმით გაჯერებულ ახალ სივრცეებს. როდესაც ვცეკვავთ, სიცარიელეში ვხტებით და სიცილს ვპოულობთ. როდესაც ვცეკვავთ, ეროტიზმის ბნელ გამოცანაში ვიძირებით, სანამ „სადღესასწაულო, მეფეებისა და ღმერთების სამყაროს“ არ წავაწყდებით.

ცეკვა სუვერენული გამოცდა ხდება ბატაის უნიკალურად დრამატული ხასიათის ფიქრებისა და კითხვის როგორც ფიზიკური, ასევე აბსტრაქტული გამოხატვით: შეგვიძლია ისევ გავცოცხლდეთ?

პროექტი დაფუძნებულია ჟორჟ ბატაის შემდეგ ნაწარმოებებზე: Inner Experience, The Tears of Eros, The Accursed Share and Erotism. ეს გახდა საფუძველი მულტიდირექციული კვლევისა, სადაც ოცნებებსა და ქვეცნობიერზე მუშაობის განსაკუთრებული მეთოდია გამოყენებული, რომელიც 2005 წელს შეიქმნა პროექტ Taniec śniącego ciała-ის (მეოცნებე სხეულის ცეკვა) ფარგლებში. ეს მეთოდი შემოქმედებითი სინთეზია კარლ გუსტავ იუნგის ანალიტიკური ფილოსოფიისა და არნოლდ მინდელის პროცესზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის, ასევე ქორეოგრაფების იმპროვიზაციის და მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკისა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კვლევებზე დაყრდნობით.

პროექტი ორგანიზებული და დაფინანსებულია ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ, რომელიც მოქმედებს Culture.pl სახელით საერთაშორისო კულტურული პროგრამის, POLSKA 100-ის ფარგლებში,  პოლონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების საუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავად.

დაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, როგორც მრავალწლიანი პროგრამის – NIEPODLEGŁA 2017-2021-ის ნაწილი.

 

თარიღი: 26 სექტემბერი

დრო: 20:00

მისამართი: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის 19

ბილეთები: https://circeplatform.com/bataille-and-the-dawn-of-new-days/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.