fbpx

11 ლამაზი იაპონური სიტყვა, რომელიც ბევრ სხვა ენაში არ არსებობს


გააზიარე სტატია

 

ერთხელ ჩემს მეგობარს ბურმას პატარა ტომიდან ვკითხე, თუ როგორ იქნებოდა „საუზმე“ მის ენაზე, მან მიპასუხა, რომ ასეთი სიტყვა არ ჰქონდათ, რადგან დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამდნენ – ლანჩსა და სადილს. გარშემო ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, ვისთვისაც ინგლისური მეორე ენაა, რამაც საშუალება მომცა მიმხვდარიყავი, რომ ენას მნიშვნელოვანწილად კულტურის უნიკალურობა განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზეზის გამო არსებობს სიტყვები, რომელთა გადათარგმნაც შეუძლებელია.

იაპონურ კულტურაში ადამიანებს ბუნების საქები ბევრი სიტყვა აქვთ. გარდა ამისა, იქ სხვათა მიმართ თავაზიანობის გამოხატვა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს თავაზიანობა და ბუნების სიყვარული ენაზეც აისახა, სადაც ზოგი ისეთი ლამაზი სიტყვა გაჩნდა, რომელიც ინგლისურად არ ითარგმნება.

 

いただきます იტადაკიმასუ

„იტადაკიმასუ“ ითარგმნება, როგორც „მე ამას მივიღებ“. მას საკვების მიღების წინ ამბობენ, რათა ბუნების, საჭმლის მომმზადებლის, მისი მომტანისა და საკვებთან კავშირში მყოფი ყველა სხვა ადამიანისა თუ ფენომენის მიმართ მადლიერება და პატივისცემა გამოხატონ.

 

おつかれさま ოცუკარესამა

„ოცუკარესამა“ ნიშნავს „შენ დაღლილი ხარ“ და იმ დროს გამოიყენება, როცა გსურთ ვინმეს უთხრათ, რომ მათ გარჯას აფასებთ და მადლიერი ხართ.

 

木漏れ日 კომორები

„კომორები“ იმ სინათლის სხივებს აღნიშნავს, რომლებიც ხეებს შორის აღწევს.


木枯らし კოგარაში

„კოგარაში“ ცივი ქარია, რომელიც ზამთრის მოსვლას მოასწავებს.


物の哀れ მონონოავარე

„მონონოავარე“ „რისიმე პათოსია“. ეს სამყაროს წარმავალი ხასიათის შესახებ ცნობიერების ქონა და ამით გამოწვეული მსუბუქი დარდია.


森林浴 შინრინიოკუ

„შინრინიოკუ“ („ტყეში ცურვა“) ტყის სიღრმეში შესვლაა, სადაც ყველაფერი ჩუმადაა და გარშემო რელაქსაციისთვის იდეალური სიმშვიდე სუფევს.


幽玄 იუუგენი

„იუუგენი“ სამყაროს შესახებ ცნობიერების ქონაა, რომელიც ადამიანში ისეთ ემოციურ რეაქციებს იწვევს, რომლებიც სიტყვებისთვის ზედმეტად ღრმა და საიდუმლოებით მოცულია.


しょうがない შოგანაი

„შოგანაი“ ითარგმნება, როგორც „მისი შველა შეუძლებელია“. თუმცა, ის სულაც არ გამოხატავს პესიმიზმს ან სასოწარკვეთას. შოგანაი იმასთან შეგუებაა, რომ რაღაც შენი კონტროლის მიღმაა. ის ეხმარება ადამიანებს, მიხვდნენ, რომ ეს რაღაც მათი ბრალი არ იყო და სინანულის გარეშე განაგრძონ ცხოვრება.


金継ぎ/金繕い კინცუკი/კინცუკუროი

„კინცუკუროი“ კერამიკის ჭურჭლის ოქროსა და ვერცხლის ნაწილებით შეკეთების ხელოვნება და იმის ცოდნაა, რომ ნივთი გატეხვის გამო კიდევ უფრო ლამაზია.


わびさび ვაბი-საბი

„ვაბი-საბი“ ცხოვრების ისეთი სტილია, როდესაც სილამაზის პოვნა ცხოვრების არასრულყოფილებაში ხდება. ის ასევე გულისხმობს გაზრდისა და გაქრობის ციკლთან მშვიდად შეგუებას.


擬音語 ონომატოპეა

(სორო სორო) = ეტაპობრივად, ნელა, აუჩქარებლად

(ტობო ტობო) = მომქანცველად

(ბოჩი ბოჩი) = წინ წასვლა, განვითარება მცირე ნაბიჯებით

(ნორო ნორო) = ზანტად

(ჰირა ჰირა) = თრთოლით

(იურა იურა) = მოციმციმედ

(ჰისო ჰისო) = საიდუმლოდ, ფარულად

(გოში გოში) = უხეშად ხეხვა

(კოცუ კოცუ) = ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, მიზანმიმართულად

(ბატან კიუუ) = ძირს დანარცხება და სიჩუმე, რომელიც მას მოსდევს

(ტენია ვანია) = თავმოჭრილი ქათამივით აქეთ-იქით სირბილი

(ჰურა ჰურა) = არამყარად

(ჰიორო ჰიორო) = თხელი და წვრილი


ინგლისურში საკმაო რაოდენობის ონომატოპეაა, მაგრამ იაპონურში კიდევ უფრო მეტი. მაგალითად, ჩვენ ჭამის აღსანიშნავად „ომ-ნომ-ნომ“ გვაქვს, მაგრამ იაპონური ენა ამ მხრივ მეტი მრავალფეროვნებით ხასიათდება: „პაკუ-პაკუ“ ნელა ჭამას ნიშნავს, „ბაკუ-ბაკუ“ ველურად ჭამას, „გაცუ-გაცუ“ სწრაფად ჭამას, „მოგუ-მოგუ“ დიდხანს  ღეჭვას და ა.შ. ამდენი სიტყვებისგან თავბრუ ხომ არ დაგეხვათ?

სხვათა შორის, თავბრუსხვევის აღმნიშვნელი ონომატოპეა “კურუკურუ“-ა. ზემოთა სურათზე ზოგიერთი სხვა ონომატოპეაა მოცემული.

როგორც ხედავთ, იაპონურში ასეთი სიტყვები, როგორც წესი, ბგერების გამეორებით იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ მათი მნიშვნელობის აღქმა რთული შეიძლება იყოს, ასე სიტყვა მეტ მელოდიურობასა და ემოციურ მნიშვნელობას იძენს. იაპონურ ენას პოეტური ჟღერადობა სწორედ ონომატოპეას გამო აქვს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.