fbpx

21 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

რისი ნახვა შეგიძლიათ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე – 2 დღის ანონსი: 

Image result for biaff

კინოსეანსების განრიგი – კინოთეატრი “აპოლო” (მ. აბაშიძის 17)

21 სექტემბერი

12.00 – DC7 – “დროის ხიდები”, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

14.00 – SC2 – 110 წთ. – “წყნარი ქუჩა”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2018, 28 წთ.; “მოკლე”, რუსლან აღახადე, აზერბაიჯანი, 2018, 13 წთ.; “სუპერპრიზი”, კონსტანტინე ჭელიძე, რუსეთი, 2017, 15 წთ.; “უნდა გიყვარდეს კუბრიკი”, ალმა ანდრესკუ, რუმინეთი, 2018, 24 წთ.; “საკვები მიტანით”, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.; “სიტყვა”, იგორ ვიშნევსკი, უკრაინა, 2018, 30 წთ.

16.00 – B-ფილმები: “ვნება და ხმაური დასავლეთ ბერლინში 1979-1989“, კლაუს მაეკი, იორგ ჰოპპე, ჰეიკო ლანგე, გერმანია, 2015; 92 წთ.

18.00 – FC7 – “მკვდარი ცხენის ნისლეული”, ტარიკ აკტაში, თურქეთი, 2018; 73 წთ.

20.00 – FC8 – “სტიქსი”, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

22.00 – “ზაფხული”, კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი/საფრანგეთი, 2018;

22 სექტემბერი

12.00 – DC8 – “შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის”, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ.

14.00 – DC6 – “სიცოცხლის კიდევ ერთი დღე”, დამიან ნენოვი, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ.

16.00 – SC4 GEO – 80 წთ. – “საშლელი”, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.; “ღამის მორიგე”, გრიგოლ ჯანაშია & ნატო გაბუნია, საქართველო, 2018, 22 წთ.; Paganos, ნიკოლოზ ქობულავა, საქართველო, 2017, 10 წთ.; “დასასრულის დასაწყისი”, გიორგი ქასრაშვილი, საქართველო, 2018; 10 წთ.; 1943, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2018, 20 წთ.

++ “ანდრო”, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017; 25წთ.; “თევზაობა”, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017; 17 წთ.

18.00 – FC9 – “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

20.30 – FC10 – “ჰორიზონტი”, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

22.30 – MC6 – “ყველამ იცის”, ასგარ ფარჰადი, ესპანეთი/საფრანგეთი/იტალია, 132 წთ.

კინოსეანსების განრიგი – ღია კინოჩვენებები (ერას მოედანი)

21 სექტემბერი

20.00 – SC4 GEO – 80 წთ. – “საშლელი”, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.; “ღამის მორიგე”, გრიგოლ ჯანაშია & ნატო გაბუნია, საქართველო, 2018, 22 წთ.; Paganos, ნიკოლოზ კობალავა, საქართველო, 2017, 10 წთ.; “დასასრულის დასაწყისი”, გიორგი ქასრაშვილი, საქართველო, 2018; 10 წთ.; 1943, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2018, 20 წთ.

++ “ანდრო”, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017; 25წთ.; “თევზაობა”, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017; 17 წთ.

22.00 – SC1 – 125 წთ. – “შენ ხარ ფრენბურთი?!” მოჰამედ ბაკში, ირანი, 2017, 15 წთ.; უმბრა, სააედ ჯაფარიანი, ირანი, 2018, 15 წთ.; “დია”, ჰამზა ბანგაში, პაკისტანი/დიდი ბრიტანეთი. 2018, 24 წთ.; “ცივი ზაფხულის ღამე”, იაშ სავანტი, ინდოეთი, 2018, 21 წთ.; “ნაფეხური”, ჰაიდარ დემირტასი, თურქეთი, 2018, 20 წთ.; “ზურგჩანთა”, მიხალის მათიუდაკისი, საბერძნეთი, 2018, 14 წთ.; “ბედნიერი მგზავრობა”, სინისა გალიკი, სერბეთი, 2017, 16 წთ.

22 სექტემბერი

20.00 – SC2 – 110 წთ. – “წყნარი ქუჩა”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2018, 28 წთ.; “მოკლე”, რუსლან აღახადე, აზერბაიჯანი, 2018, 13 წთ.; “სუპერპრიზი”, კონსტანტინე ჭელიძე, რუსეთი, 2017, 15 წთ.; “უნდა გიყვარდეს კუბრიკი”, ალმა ანდრესკუ, რუმინეთი, 2018, 24 წთ.; “საკვები მიტანით”, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.; “სიტყვა”, იგორ ვიშნევსკი, უკრაინა, 2018, 30 წთ.

22.30. – FC10 – “ჰორიზონტი”, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

კინოსეანსების განრიგი – სასტუმრო “WYNDHAM“ ბათუმი

21 სექტემბერი

17.30 – SC3 – 121 წთ. – “ყველა ის არსება:, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.; “ტომბე”, დიანა კარდუმიანი, სომხეთი, 2018, 19 წთ.; “კურდღლებით სავსე ტყე”,  ნიკოლაი კნაკმუსი, გერმანია, 2017, 20 წთ.; “ჩემი სიჩუმე”, ბენჟამენ ეიაგა, კამერუნი, 2018, 24 წთ.; “მთა”, გრეგორი ვერბეკე, ალბანეთი, 2018, 15 წთ.; “ბლოეიშტრაატის 11”, ნიენკე დეუტცი, ბელგია/ნიდერლანდები, 2018, 9 წთ.; “დეპორტაცია”, არჯუნ ტალვარი, პოლონეთი, 2018, 21 წთ.

შენიშვნა: DC – დოკუმენტური ფილმების სექცია; FC – მხატვრული ფილმების სექცია; MC – დიდოსტატთა კოლექცია; SC – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.

 

 

21 სექტემბერს eZo Festival-ის ტერიტორიაზე Mzesumzira სეზონის ბოლო ივენთს გამართავს

Image may contain: sky and text

eZo Stage-ზე მსმენელთა წინაშე პოპულარული ქართული პროექტი Moku Moku, ასევე ჰიპ-ჰოპ არტისტები კაზი ჯაზი,  ჯერონიმო და თერიკა წარდგებიან.

წყარო: https://www.facebook.com/

 

21 სექტემბერს, 18.00 სთ-ზე გაიმართება ბერლინში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკალური პროდიუსერისა და მუსიკოსის მასტერკლასი – ბერლინის 80-იანი წლების მუსიკალური ანდეგრაუნდი

No automatic alt text available.

მარკ რიდერი მუსიკოსი/DJ და მუსიკალური პროდიუსერია. ის გაიზარდა მანჩესტერში (ინგლისი). ადრეული ასაკიდან დაინტერესებული იყო პროგრესივ როკ მუსიკით, განსაკუთრებით კი ელექტრონული მუსიკით. ცხოვრობს ბერლინში.

მარკ რიდერი თანამშრომლობდა მრავალ მუსიკოსთან, მათ შორის იყვნენ – Pet Shop Boys & Sam Taylor-Wood, Die Toten Hosen, Depeche Mode, Marnie, Blank & Jones, Marsheaux. მარკს ჰყავდა ასევე საკუთარი მარკ რიდერის მუსიკალური ჯგუფი – Die Unbekannten (მოგვიანებით – Shark Vegas).

წყარო: https://www.facebook.com/

 

23 სექტემბერს 15:00 საათზე არტ-ვილა გარიყულას ფესტივალის, Fest i Nova ფარგლებში გაიმართება გამოფენა, რომლის კონცეფციაც დაფარული და მისტიკური სამყაროს კარს აღებს – კასპის ბავშვთა სახლის ყოფილ შენობაში გამოიფინება ფოტოები, რომლებიც აღწერენ საგნებსა და მოვლენებს

Image may contain: mountain, sky, text, outdoor and nature

ავტორები ამ ემოციებს კი გვიზიარებენ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, მათი გვარები და სახელები საიდუმლოდ რჩება, რადგან ამ ნამუშევრების ავტორებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ბევრ მათგანს არ სურს ვინაობის გამხელა, მიზეზი კი სტიგმაა.

ნახეთ ეს ფოტოები და გაიცანით ის სამყარო, რომელშიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები ცხოვრობენ. რას ხედავთ? რას გრძნობთ? მულტიმედიური პროექტი საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუციებში გამოკეტილი ადამიანების აზრებსა და სურვილებს.

გამოფენის მონაწილეები და სტუმრები თავადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებაში – ძერწვა, ხატვა, სიმღერა, რაშიც მათ ორფის ხელოვნების ინსტრუქტორები დაეხმარებიან; ეზოშივე “სინათლის სხივის” სავარჯიშოს ჩაატარებს ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი, სავარჯიშოს შესრულებისას მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ გაუმკლავდნენ უსიამოვნო შეგრძნებებს და როგორ ჩაანაცვლონ იგი პოზიტიური განწყობით.

წყარი: https://www.facebook.com/

 

მთაწმინდის პარკში 23 სექტემბერს ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

Image may contain: dessert and food

ღონისძიებაში მონაწილეობენ შოკოლადის, ნამცხვრების და სხვა მრავალი სახეობის ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები.

წყარო: https://www.facebook.com

 

HBO-მ ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ მეორეზე დოკუმენტური ფილმი Queen of the World გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

The Haunting of Hill House – ასე ჰქვია ნეტფლიქსის ახალ საშინელებათა ჟანრის სერიალს, რომლის პრემიერაც 2018 წლის 12 ოქტომბერს შედგება

სერიალის პირველ სეზონში სულ 10 ეპიზოდი იქნება, სიუჟეტი კი შირლი ჯექსონის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელიც ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

13 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში BASSIANI / HOROOM-ის ღამე გაიმართება

Image may contain: text

HVL-თან Kvanchi-ისა და Zesknel-თან ერთად ადგილობრივი ტექნო სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები დაუკრავენ (Anthony Rother, DJ ATA , Aziesch, Peter Wittner).

წყარო: https://www.facebook.com/

 

21 სექტემბერს, 17:00 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ კახა ბენდუქიძის კამპუსის ბიბლიოთეკაში გიწვევთ დათო გორგილაძესთან შეხვედრაზე

Image may contain: 1 person, beard, eyeglasses, text and closeup

ღონისძიების ფარგლებში ავტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძე წარადგენენ დათო გორგილაძის პირველ წიგნს „ღმერთი სამსახურშია“.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა
Play Video

ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა

ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა
მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს კანის, ბერლინის, ტორონტოს თუ სხვა ფესტივალებში მონაწილე  მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენებებს   
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.