მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების TOP 10
ვენამ მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქის პოზიციაზე მელბურნი ჩაანაცვლა
- ავსტრალიის და კანადის ქალაქები ტოპ 10 პოზიციიდან ექვსს იკავებენ, – ამბობს EIU
- ისეთი დიდი ფინანსური ცენტრები, როგორებიცაა ლონდონი და ნიუ-იორკი, სიაში ვერ მოხვდნენ
Economist Intelligence Unit-ის მიხედვით, ვენამ მელბურნის შვიდწლიანი პირველობა დაასრულა და მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქის პოზიცია დაიკავა.
ავსტრიის დედაქალაქმა 100-ბალიან სკალაზე თითქმის იდეალური შედეგი აჩვენა და 99.1 ქულა დაიმსახურა. კრიტერიუმებს შორის იყო სტაბილურობა, ჯანდაცვა და გარემო. ავსტრალიისა და კანადის ქალაქებმა ტოპ 10 პოზიციიდან ექვსი ადგილი დაიკავეს, აშშ-ს ქალაქები კი ამჯერადაც მის გარეთ დარჩნენ.
EIU-ს მიხედვით, დიდი ფინანსური ცენტრები, როგორებიცაა ლონდონი (48-ე) და ნიუ-იორკი (57-ე), საკუთარი წარმატების მსხვერპლნი არიან: გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კრიმინალის მაღალი დონე და საცობები ამ ქალაქებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება ჰონგ-კონგს (35-ე), მან ადგილობრივ კონკურენტს, სინგაპურს (37-ე) სტაბილურობის მაჩვენებლის გაზრდით საერთო ჯამში ოდნავ გადაასწრო.
მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კარგი (და ცუდი) ქალაქები:
ყველაზე კარგი
1. ვენა, ავსტრია
2. მელბურნი, ავსტრალია
3. ოსაკა, იაპონია
4. კალგარი, კანადა
5. სიდნეი, ავსტრალია
6. ვანკუვერი, კანადა
7. ტორონტო, კანადა
8. ტოკიო, იაპონია
9. კოპენჰაგენი, დანია
10. ადელაიდა, ავსტრალია
ყველაზე ცუდი
131. დაკარი, სენეგალი
132. ალჟირი, ალჟირი
133. დუალა, კამერუნი
134. ტრიპოლი, ლიბია
135. ჰარარე, ზიმბაბვე
136. პორტ-მორზბი, პაპუა-ახალი გვინეა
137. კარაჩი, პაკისტანი
138. ლაგოსი, ნიგერია
139. დაკა, ბანგლადეში
140. დამასკო, სირია
წყარო: Economist Intelligence Unit
აზიაში ოსაკამ (მე-3) და ტოკიომ (საზიარო მე-7) ათწლეულზე მეტი ხნის პერიოდისთვის საუკეთესო შედეგი აჩვენეს, რაც მეტწილად კრიმინალის დონის შემცირებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესებითაა განპირობებული.
მოწინავე ადგილების უმეტესობას საშუალო სიდიდის ქალაქები იკავებენ მდიდარი ქვეყნებიდან, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით დაბალია.
აშშ-ს ქალაქებიდან საუკეთესო პოზიცია ჰონოლულუს უჭირავს (23-ე), რომელსაც პიტსბურგი მოჰყვება (32-ე).
140-ქალაქიანი სიის ბოლოში ყველაზე ნაკლები ქულით ომგადატანილი დამასკოა. მის სიახლოვეს არიან არაადეკვატური ინფრასტრუქტურის მქონე ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჰარარე და დაბინძურების მაღალი დონით გამორჩეული დაკა.
ავტორი: ემილი ქედმენი
წყარო: https://bloomberg.com, The Economist Intelligence Unit