fbpx

Fuckup Nights Tbilisi


გააზიარე სტატია

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Samstag, 15. September 2018

„საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა გენიალური“

Fuckup Nights Tbilisi – ეს არის გლობალური მოძრაობა, ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi vol. 4 aftermovie

გიზიარებთ ვიდეოს Fuckup Nights Tbilisi vol. 4 👀Fuckup Nights სექტემბერში დაბრუნდება! 👀 Fuckup Nights Tbilisi vol. 4 aftermovieWe'll meet again in September!#sharethefailure

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Donnerstag, 2. August 2018

 

ამ ღონისძიებას Impact Hub Tbilisi, Tbilisi Startup Bureau-სთან ერთად მასპინძლობს.

Fuckup Nights-ის მთავარი პრინციპია, ოთხმა სპიკერმა მკაცრად დადგენილ დროში, 7 წუთში, 10 სლაიდთან ერთად, მოყვეს თავისი ამბავი და დამსწრე საზოგადოებას, შემდეგში კი მაყურებელსაც, დაანახოს მარცხის განსხვავებული მხარე – ეს ის არის, რაზეც ხმამაღლა საუბარი ღირს და ზოგჯერ ეს უკეთესიცაა. მთავარია, საინტერესო სპიკერმა, კიდევ უფრო საინტერესოდ მოყვეს საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორია.

 

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Dienstag, 31. Juli 2018

 

Fuckup Nights-ის მოძრაობა 6 წლის წინ მექსიკაში დაიწყო, უკვე მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქს თბილისიც შეუერთდა. „გვიხარია, რომ ეს ინოვაციური ფორმატი ქართული აუდიტორიისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

 

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Dienstag, 31. Juli 2018

 

ფაბრიკაში Fuckup Nights Tbilisi ოთხჯერ ჩატარდა – პირველი 13 აპრილს გაიმართა და მას შემდეგ, დაინტერესებაც გაიზარდა. 27 სექტემბერს ღონისძიებაზე თავიანთი პროფესიული მარცხის ისტორიებს იურისტი და პროფესორი ანა დოლიძე, Snap Fitness Georgia-ს თანადამფუძნებელი ლევან დიასამიძე, ფორმულა კრეატივის დამფუძნებელი და პროდიუსერი მიშა მშვილდაძე გააზიარებენ. მეოთხე სპიკერი – Coming soon: ) ბილეთების შეძენა, ფეისბუქ გვერდზე არსებული ივენთის საშუალებით შეგიძლიათ – https://www.facebook.com/events/262136071306050/

Fuckup Nights-ის ისტორია ასეთია: მექსიკაში, მეგობრებმა გადაწყვიტეს, თავიანთი მარცხის ისტორიები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. თავიდან ეს ამბავი ვიწრო წრეში ხდებოდა, მაგრამ მასშტაბები მალე გაიზარდა, რადგან ადამიანებმა უნდა იცოდნენ – არ უნდა დანებდნენ, ყოველთვის წინ წავიდნენ, გააგრძელონ მუშაობა, მიზნისკენ სწრაფა და მიხვდნენ, რომ მარცხი გაკვეთილია, რომელზეც უნდა ისწავლო.

 

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Dienstag, 31. Juli 2018

 

ღონისძიებას ძალიან ხმაურიანი და განსხვავებული სათაური აქვს, მთავარი ისაა რომ მიდგომები მარცხებთან მიმართებაში, შეიცვალოს. მართალია, წარუმატებლობას დღესასწაულად ნაკლებად აღიქვამენ, თუმცა, მაგალითად კალიფორნიაზე ამას ვერ ვიტყვით, ამერიკის ამ შტატში თვლიან, რომ მარცხი კარგი და მეტიც, აუცილებელიც კია.

ვინ არიან სპიკერები? – ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ!

ავტორებს თავად აქვთ გამოცდილი რა არის მარცხი, რომელსაც აუდიტორიას უზიარებენ, ეს ფორმატი სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ პროცესი სასიამოვნო გახდეს. ორგანიზატორების მოტივაცია არ ყოფილა Fuckup Nights-ის კომერციულ ღონისძიებად ქცევა. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ეცადნენ რომ ფილოსოფიურ ნაწილს ჩაღმავებოდნენ და ზუსტად იმაზე გაემახვილებინათ ყურადღება, რომ მარცხი გამოცდილებაა, გამოცდილების გარეშე კი განვითარება შეუძლებელია!

 

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Dienstag, 1. Mai 2018

 

Fuckup Nights Tbilisi ქართულ რეალობაში გვაჩვენებს, რომ არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანები მარცხის მიუხედავად, რისკზე მიდიან, სპიკერები კი მზად არიან, მათი ისტორიები გააზიარონ.

 

Gepostet von Fuckup Nights Tbilisi am Dienstag, 1. Mai 2018

 

უცხოელი სტუმრებისა და ახალი სპიკერების მოწვევა თითქმის ყველა სფეროდან – ეს არის ორგანიზატორების გეგმა, რომელსაც აუცილებლად განახორციელებენ. ასევე გეგმაშია, წიგნის გამოცემა, სადაც მკითხველი Fuckup Nights-ზე მოყოლილ ისტორიებს იხილავს.

მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი  დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… ეს ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე და დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

Fuckup Nights-დან აუცილებლად დაგამახსოვრდებათ, რომ პროფესიული მარცხი განვითარების საწყისია და თან, ზოგჯერ, საუკეთესო ისტორიები, არასწორი გადაწყვეტილებების მიღებით იწყება!

 

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.