26 სექტემბერი დილიდან
ტერი გილიამის ახალი ფილმის, “კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა” პრემიერა საქართველოში 27 სექტემბერს გაიმართება
ფილმის იდეა რეჟისორს 1980-იან წლებში გაუჩნდა, თუმცა გადაღებები მხოლოდ 2000 წელს დაიწყო. როგორც თავად ამბობს, უამრავი დაბრკოლება შეექმნა – ფინანსურ პრობლემებს ემატებოდა ისიც, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ხშირად ტოვებდნენ პროექტს და ყველაფრის თავიდან დაწყება ხდებოდა საჭირო. საბოლოოდ ფილმის გადაღება მხოლოდ 2017 წელს მოახერხა.
წყარო: https://www.youtube.com/
გამოვიდა Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილის ფინალური ტრეილერი. ფილმის პრემიერა 16 ნოემბერს შედგება.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=8bYBOVWLNIs
თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი 26 სექტემბერს გაიხსნება
მუზეუმში ბოლო 80 წლის განმავლობაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება. ხელოვნების ნიმუშები მოიცავს პერიოდს 1945 წლიდან დღევანდელობამდე. საგამოფენო სივრცე 7000 კვ. მეტრია და მუზეუმის სამ სართულზე, 31 საგამოფენო დარბაზშია გაშლილი. მუზეუმში ასევე მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საცავი, რომელიც 6000 სურათს იტევს, 120-კაციანი საკონფერენციო დარბაზი და კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე დროებითი ექსპოზიციებისთვის.
ფოტო: https://gdb.rferl.org
მიუნხენში არტ-ბუნკერი აღმოაჩინეს
1940-იანი წლების პერიოდში აგებული თავშესაფარის კედლებზე რამდენიმე ათეული პორტრეტია გამოსახული. აღმომჩენმა კადრები თავად გადაიღო, თუმცა ბუნკერის ადგილმდებარეობას საჯაროდ არ ამხელს, რადგანაც შიშობს, რომ ის შესაძლოა ვანდალებმა გაანადგურონ. ჯერ უცნობია, დაიწყებენ თუ არა ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები მიუნხენის არტ-ბუნკერის შესწავლას.
წყარო: https://www.dailymail.co.uk
რეჟისორი იოსებ ბლიაძე ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს
ფილმი „ოთარის სიკვდილი“ ორი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ერთი ოჯახი თბილისიდანაა, ხოლო მეორე სოფლიდან. 36 წლის ქეთი და მისი 16 წლის შვილი ნიკა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც ნიკა ქეთის მანქანით შემთხვევით მოხუც ოთარს დაეჯახება. ოთარი დაიღუპება. მისი ოჯახი ქეთისგან ითხოვს ფულს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციაში არ განაცხადონ. ერთი დღის განმავლობაში ქეთი ცდილობს იშოვოს ოთარის ოჯახის მიერ მოთხოვნილი თანხა, რომ შვილი ციხიდან დაიხსნას. ფილმში მთავარ როლებს ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, ეკა ჩავლეიშვილი, აჩი მაკალათია და მარლენ ეგუტია ასრულებენ. ფილმში ასევე ვიხილავთ ნანკა კალატოზიშვილს, ვახო ჩაჩანიძეს, დიმიტრი ტატიშვილსა და რუსუდან კობიაშვილის.
წყარო: https://1tv.ge/news/
ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა “კირკე” პოლონეთის დღეების ფარგლებში სპეციალურ პერფორმანსს წარმოგიდგენთ
პერფორმანსს Witajcie / Welcome ჰქვია, რომლის ერთ-ერთი ელემენტიცაა პერფორმანს Z wodą-ს დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში სოპოტში ჩატარდა ლტოლვილთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ეს იყო ხელოვანის გამოხმაურება ზღვაში დაღუპული ემიგრანტების საკითხზე. კადრების ტრანსფორმაცია მოხდა უფრო გასაგებად, თვალსაჩინოდ და ამასთან პოლონურ რეალობაში. პროექტის თანაორგანიზატორია ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის ბრენდი Culture.pl, საერთაშორისო კულტურული პროგრამის – POLSKA 100-ის ფარგლებში.
წყარო: https://www.facebook.com/
შაბათს, 29 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება
ფესტივალის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ დღეს მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება მონაწილე კომპანიებისგან. ბავშვები კი შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში.
წყარო: https://www.facebook.com/
მელ გიბსონი სტუდია Warner Bros.-სთვის 1969 წელს გამოსული ფილმის, “ველური ბანდის” ახალ ვერსიას გადაიღებს
ის რეჟისორი და სცენარისტი იქნება. “ველური ბანდა” ვესტერნის ჟანრის ერთ–ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. სტუდია რამდენიმე წელია მუშაობს ახალ პროექტზე, ადრე მთავარი როლი უილ სმიტს უნდა ეთამაშა, ახლა უცნობია ვინ შეასრულებს მთავარ როლს ფილმის ახალ ვერსიაში.
წყარო: https://www.indiewire.com/