fbpx

5 ოქტომბერს „პუბლიკაში“ მატიას კოლის ჰიპ-ჰოპ საღამო გაიმართება


გააზიარე სტატია

 

Image may contain: 1 person, smiling

 

32 წლის მატიას კოლი გერმანელი მუსიკოსია, რომლის სასცენო სახელია Bratenschneider. გერმანულიდან ეს სახელი ითარგმნება, როგორც ხორცის მჭრელი.

“რატომ ეს სახელი? – კარგი კითხვაა. ჰამბურგის გამო“, – ამბობს მუსიკოსი.

მატიასი 4 წლიდან მუსიკით არის დაკავებული. ამ დრომდე მან მრავალი მიმართულება გამოსცადა და დღესდღეობით Psy Trance და Techno-თი არის გატაცებული.

14 წლიდან მატიასმა მეგობრების გავლენით გადაწყვიტა ჰიპ-ჰოპით ეცადა  და დაიწყო სხვადასხვა სეტის გაკეთება. განსაკუთრებული სიყვარულით ძველ ამერიკულ ჰიპ-ჰოპს უკრავდა, რომელსაც 5 ოქტომბერს „პუბლიკის“ სტუმრებიც მოისმენენ.

მატიასის მუსიკალური მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ გერმანიით, ის გარკვეული პერიოდი გოაზეც უკრავდა. ასევე ჰქონდა გასვლები ევროპის ქალაქებშიც. გერმანიაში მონაწილეობდა Fusion-ის ფესტივალში.

საქართველოსთან პირველი შეხვედრა ხიდზე შედგა – „მაშინ აღმოვაჩინე, რომ ქართველი მსმენელი ნამდვილად ძალიან კარგი და მადლიერია.“

აქვე პატარა ლირიკული გადახვევა – უკვე მეორე წელია, რაც მატიასი 4GB ფესტივალზე გამოდის. ამ ფესტივალზე გარდა ქართველი მსმენელისა, ქართველი მსახიობი სოფო გორელაშვილი გაიცნო და მალევე მასთან დაქორწინებაც გადაწყვიტა.

 

„ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ადგილი, სადაც მსმენელს აქვს საშუალება კვირაში სამი დღე სხვადასხვა მიმართულების მუსიკას მოუსმინოს და სასიამოვნოდ გაატაროს საღამო. ამდენი ხნის მერე ჰიპ-ჰოპის დაკვრა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია და მოუთმენლად ველი 5 ოქტომბერს”,  – ამბობს მატიასი.

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ: https://www.facebook.com/events/772640163067775/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.