fbpx

1-ლი ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღეიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება

Related image

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება. ტექნიკური რეგლამენტი ორ ეტაპად ამოქმედდება. პირველ ჯერზე რეგულაცია 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასიკისა და ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებს შეეხება, ხოლო 2019 წლის 1-ლი აპრილიდან აკრძალვა ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება

 

დიდი ადრონული კოლაიდერის მეშვეობით მეცნიერებმა ორი ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს

main article image

სტანდარტული მოდელის მიხედვით ორი ახალი ნაწილაკი ბარიონია. სამყაროს უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტიპის ნაწილაკებისგან შედგება. ყველაზე ცნობილი ბარიონები კი პროტონები და ნეიტრონები არიან. ესენი ელემენტარული ნაწილაკებია, რომლებიც თავის მხრივ ფუნდამენტური ნაწილაკებისგან, კვარკებისგან შედგებიან.

წყარო: https://www.sciencealert.com/

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ტომ ჰენკსი ახალ ფილმში პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანის, ფრედ როჯერსის როლს მოირგებს.

You Are My Friend – ასე ერქმევა ბიოგრაფიულ ფილმს, რომელსაც მარიელ ჰელარი გადაიღებს.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება

ერთი თვის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს მსოფლიო სახელოვნებო შედევრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

2018 წლის პროგრამა ოფიციალურად გაიხსნება „ნორვეგიული კულტურის ფოკუსის“ პრეზენტაციით. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ნორვეგიული პანტომიმის თეატრის, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის, სარდინიის სახელმწიფო თეატრის, თეატრალური დასის – „ზამთრის სტუმრების“ დადგმები.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ანი გურაშვილის გამოფენას – ფრთხილი მეთვალყურე.

Image may contain: flower and text

წყარო: https://www.facebook.com/

 

2018 წლის პირველ ოქტომბერს CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi ორგანიზებით თბილისის მესამე საერთაშორისო ტრიენალე იხსნება, რომლის მთავარი თემაა ნება.

Image may contain: text

წყარო: https://www.facebook.com

 

13 ოქტომბერს ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

Image may contain: text

ქართული ღვინის ფესტივალი 2018 დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით: ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, ფოლკლორი, მოძრაობის თეატრის მსახიობები, მიმები, გრანდიოზული ფოიერვერკი – ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.