fbpx

LensCulture და „ქუჩის ფოტოგრაფიის“ გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

 

LensCulture – ონლაინ-ჟურნალია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიმართულება თანამედროვე მხატვრული ფოტოგრაფიაა.

ხელოვნების ამ დარგის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაცია მრავალი საერთაშორისო კონკურსის სპონსორია, ასევე გასცემს სასწავლო გრანტებს, აფინანსებს ცალკეულ პროექტებს, პერიოდულად კი  გამოფენებს აწყობს მსოფლიოს გარშემო.

2014 წელს LensCulture-მა საკუთარი კონკურსი დააარსა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თავიდან კონკურსის თემატიკა თავისუფალი იყო, შემდეგ კი მას სხვადასხვა ჟანრები, მათ შორის „პორტრეტი“ დაემატა. 2017 წლიდან კი ჟურნალმა „ქუჩის ფოტოგრაფიის“ მიმართულებაც მოიცვა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ „ქუჩის ფოტოგრაფიის“ კონკურსის გამარჯვებული 39 მონაწილე, რომლებიც დღეს ამ ჟანრის გადააზრების, აღორძინებისა და განვითარებისთვის იღვწიან”, –  აღნიშნულია ჟიურის წლევანდელი ფორუმის შედეგების კომენტარებში.

წარმოგიდგენთ Lensculture Street Photography Awards-ის 2018 წლის პრემიის მფლობელებს.

  • I ადგილი კატეგორიაში „ფოტოსერია“.  ფოტო სერიიდან „მიგრანტი გმირები“. ავტორი: სივრაფ დასი

  • II ადგილი კატეგორიაში „ფოტოსერია“.  ფოტო სერიიდან “საკუთარი თავის დევნაში”. ავტორი: ილკერ კარამანი

  • III ადგილი კატეგორიაში „ფოტოსერია“.  ფოტო სერიიდან “შუალედები”. ავტორი: კოკო ლეინი

  • I ადგილი კატეგორიაში „ერთი კადრი“.  „სცენა სანაპიროზე, მიანმა“ ავტორი: მაცეი დაკოვიჩი

  • II ადგილი კატეგორიაში „ერთი კადრი“.  „სულის ნაკადი“ ავტორი: ბარი ტალისი

  • III ადგილი კატეგორიაში „ერთი კადრი“. „ღორი“. ავტორი: ცინშენ ნიო

  • ჟიურის რჩეული. „რქაეულთა სამყაროში.“ ავტორი: ნიკი გლეოდი

  • ჟიურის რჩეული. კალსადაუ, ბრაზილია, ავტორი: გილიერმე პუპო

  • ფინალისტი. სერიიდან „უძრავი კინო“. ავტორი: ულფ ლუნდინი

  • ფინალისტი. „ქალბატონი“. ავტორი: სეტ ადრიანი

  • ფინალისტი. „მკითხველი“. ავტორი: ლეო პიერი

  • ფინალისტი. სერია „ჰავანური ჩანახატები“. ავტორი: ვიმ დე სჰამპელარე

  • ფინალისტი. სერიიდან „თითქმის“. ავტორი: ხორდი ბარერასი

  • ფინალისტი. „ინდოეთის ქუჩები“. ავტორი: ანიკეტ მაზუმდერი

  • ფინალისტი. „ტოკიოს მძღოლები“. ავტორი: ოლეგ ტოლსტოი

  • ფინალისტი. „ხელი“. ავტორი: როკკო სკატტინო

  • სერიიდან „ტომები“. ავტორის – ლუჩია ერრეროს სიტყვებით, ამ სერიას მან „ფანტასტიკური ანთროპოლოგია“ დაარქვა. სტუდიის პირობებში ადამიანებს სასურველი გარემო შეუქმნა და მათი შვებულებაში ყოფნის იმიტირება მოახდინა.

  • ფინალისტი. „სამოთხის გზაზე“. ავტორი: ხოსე ლუის ნიეტო

  • ფინალისტი. „Rakher Upobas“ (ჰინდუისტური ფესტივალი). ავტორი: ტანმოი დასი

ფინალისტების ყველა ნამუშევრის ნახვა  და სამომავლო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.