fbpx

2 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია


2019 წლის 17 მაისს კინოეკრანებზე დექსტერ ფლეტჩერის ბიოგრაფიული დრამა Rocketman გამოვა

ფილმი ამერიკელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრების ადრეულ წლებზე მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com

 

ჯოკერის როლის განსახიერების შემდეგ ჯარედ ლეტო კომიქსის კიდევ ერთი პერსონაჟის როლს მოირგებს

ამჯერად ის მარველის კომიქსის მიხედვით შექმნილი Sony-ის ფილმის, Morbius-ის მთავარი პერსონაჟი იქნება და ვამპირს განასახიერებს.

წყარო: https://screenrant.com/

 

2018 წლის 9 ნოემბერს არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის ახალი ეკრანიზაცია გამოვა

ფილმის რეჟისორი ეთან კოენია, მთავარ როლებს კი უილ ფარელი, ჯონ რაილი, ჰიუ ლორი და რეიფ ფაინსი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

 თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიის მე-16 კონკურსში საქართველოს წარადგენს სიმღერით – „შენი ხმა“

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტისა – ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

პირველმა არხმა 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. შემოსული 22 განაცხადიდან კომპოზიცია “შენი ხმა” ჟიურიმ კენჭისყრის შედეგად შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, სოფო ხალვაში – მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი, ზაზა ორაშვილი – რეჟისორი, მანანა მორჩილაძე – ვოკალის პედაგოგი და ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.

თამარ ედილაშვილი პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის, “რანინას” გამარჯვებულია.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: https://1tv.ge/news/

 

თბილისის მე-19 კინოფესტივალზე საპატიო პრომეთე რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა

Image result for გიორგი შენგელაია

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა რეჟისორის ფილმების ჩვენებაც. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. 

 

დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე – საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან

Image may contain: 2 people, people smiling, text

მე-20 საუკუნის ამ ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში. მას შემდეგ გამოფენა  სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიციაზე იხილავთ ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ 100-მდე ფოტონამუშევარს.

მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, მეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი  არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცა. მათ შორის არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

დიეგოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა – ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა, თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ  და შეენარჩუნებინათ ერთმანეთი. გამოფენაზე მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით გაეცნობით.

წყარო: https://www.facebook.com

 

2 ოქტომბერს, საღამოს 7-ზე „არტანუჯი“ გიწვევთ დალი ლოლუას წიგნის – „13 წელიწადი კოლხურ კოშკში“ წარდგენაზე  

Image may contain: text

დალი ლოლუა, ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლე 1960-1973 წლებში, ცოცხლად და უშუალოდ მოგვითხრობს იმ პერიოდზე, რის შესახებაც დღესდღეობით ან არაფერია ცნობილი, ანდა მხოლოდ მითოლოგიური, სქემატური ლეგენდები ვრცელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“შავი სარკის” მეხუთე სეზონი 2018 წლის დეკემბერში გამოვა

Netflix-ის წარმომადგენლების განცხადებით, ერთ-ერთი სერია ინტერაქტიული იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მაყურებელს სიუჟეტის შეცვლა და პროტაგონისტების ქმედებების არჩევა შეეძლება.

წყარო: https://www.cbr.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.