Fabrikaffiti Urban Art Festival 2018 იწყება!
6 და 7 ოქტომბერს თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება! ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას 40-მდე არტისტი იღებს საქარველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან.
ფესტივალის ძირითადი ლოკაცია იქნება Fabrika Tbilisi და მისი მიმდებარე ტერიტორია. ფესტივალი მოიცავს არა მხოლოდ ქუჩის მხატვრობას, არამედ ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა დისციპლინებს, როგორიცაა სკეიტბორდინგი, ბ-ბოი და ფოტოგრაფია.
ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო და თავისუფალია. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ კედლების მოხატვის პროცესს 12:00 საათიდან ან ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან არტისტთა გაერთიანება „ცრუ“, ფაბრიკა და Impact Hub Tbilisi.
მხარდამჭერები: Fabrika Hostel, TBC Bank, Urban Art Georgia, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, Creative Education Studio და მარგო სკეიტ შოპი.
ფესტივალის ჰედლაინერები არიან:
Millo – იტალიელი არტისი და სხვადასხვა სტრიტ არტ ფესტივალის მონაწილე. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: რომი, მილანი, ფლორენცია, ლონდონი, პარიზი, ლუქსემბურგი, რიო დე ჟანეირო და ახლა უკვე თბილისი. 2014 წელს მან მოიგო B.art-ის შეჯიბრი, რამაც მას საშუალება მისცა დაეხატა 13 ამბავი ტურინის კედლებზე. ერთი შეხედვით, მისი ნამუშევრები ვიზუალურად მარტივია, თუმცა ყოველი მათგანის უკან დგას იდეა.
Martha Cooper – ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელმაც შექმნა 70-80-იანი წლების ნიუ იორკის გრაფიტი სცენის ფოტომატიანე. იგი არის გრაფიტის შესახებ პირველი წიგნის ავტორი “Subway Art”, რომელმაც გრაფიტი, ჰიპ-ჰოპი და სხვა ანდერგრაუნდ სუბკულტურები სინათლის შუქზე გამოიტანა. არტისტები მის წიგნს გრაფიტის “ბიბლიას“ უწოდებენ.
Nika Kramer – ბერლინელი ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად სპორტულ, მუსიკალურ, საცეკვაო ღონისძიებებს და სტრიტ არტით არის დაინტერესებული.
მისი წარსული დაკავშირებულია ჰიპ-ჰოპის სცენასთან, საიდანაც გაიცნო Martha Cooper და მასთან ერთად იმუშავა წიგნზე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფია მისი გატაცება იყო.
ფესტივალის პროგრამა:
6 ოქტომბერი (შაბათი)
12:00 – 20:00 – კედლების მოხატვა / Fabrika Tbilisi
18:00 – 19:00 მარტა კუპერის და ნიკა კრამერის საჯარო ლექცია – Evolution of Revolution / Fabrika Tbilisi, საკონფერენციო დარბაზი. ღონისძიების ბმული: http://bit.ly/2DY6m00
19:00 – 20:00 საშა კროლიკოვას საჯარო ლექცია – ქუჩის ხელოვნება საბჭოთა ქვეყნებში / Fabrika Tbilisi, საკონფერენციო დარბაზი.
20:30 – 22:00 – კინოჩვენება „When earth seems to be light” / Fabrika Tbilisi, საკონფერენციო დარბაზი. ღონისძიების ბმული: http://bit.ly/2Qw6p4N
7 ოქტომბერი (კვირა)
12:00 – 20:00 კედლების მოხატვა / Fabrika Tbilisi
15:00 – 18:00 – Skateboarding on Ninoshvili st. / ფაბრიკა, ნინოშვილის 8 ნომრის მიმდებარე ტერიტორია
16:00 – 17:00 Sketch Battle / ცრუ, Fabrika Tbilisi / ღონისძიების ბმული: http://bit.ly/2Pb3vly
18:00 – 20:00 BBOY BATTLE / Fabrika Tbilisi / ღონისძიების ბმული: http://bit.ly/2Pb46ni