fbpx

Banksy-ს 1 300 000 დოლარიანი ნახატი „თვითგანადგურდა“


გააზიარე სტატია

 

Banksy-ის 2006 წლის ნამუშევარი „გოგონა ბუშტით“, რომელიც დაახლოებით 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, პარასკევ საღამოს ლონდონში, სოტბის აუქციონზე „თვითგანადგურდა“.

Casterline Goodman-ის გალერეის წარმომადგენლის, რობერტ კასტერლაინის სიტყვებით, როგორც კი აუქციონის ჩაქუჩმა დამსწრე საზოგადოებას ნამუშევრის გაყიდვა ამცნო, ნახატმა ჩარჩოში მოძრაობა დაიწყო და ჩარჩომ, რომელიც ასევე Banksy-ის დამზადებული იყო, ის ნაკუწებად აქცია.

„როგორც ჩანს, ჩვენ „გავბენკსდით“, – განაცხადა აუქციონის თანამედროვე ხელოვნების ევროპის განყოფილების უფროსმა ალექს ბრანცზიკმა, – დღეს ჩვენ ბენკსის გენიის კიდევ ერთი გამოვლინება ვიხილეთ“.

თუმცა, ბრანცზიკი დარწმუნებული არაა, რომ ბენკსის ნამუშევარი განადგურდა თუ უბრალოდ ტრანსფორმაცია განიცადა. „შეიძლება ითქვას, რომ ნამუშევარი ახლა უფრო ძვირფასიც კი გახდა. ეს ნამდვილად ერთადერთი ნახატია, რომელიც ნაკუწებად იქცა აუქციონის დასრულებისთანავე.“

სოტბიმ Financial Times-ში განცხადება გაავრცელა: „ჩვენ ველაპარაკეთ მყიდველს, რომელიც ამ ამბით გაოცებული დარჩა. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.