fbpx

„ბატა საქართველო“ 25 წლისაა


გააზიარე სტატია

25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბატა“ იწყებს საიუბილეო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს. 6 ოქტომბრიდან „ბატას“ ქსელში მისული მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მითითებულ კოლექციაზე.

„ბატას“ პირველი მაღაზია კომპანია „აი სი არ“-მა თბილისში, 1993 წელს გახსნა, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ეს იყო პირველი საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დღესდღეობით, „ბატა“-ს საქართველოში 13 მაღაზია აქვს,  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო  ბრენდი მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5000 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნა „ბატას“ უახლესი კონცეფციის, რიგით მეცამეტე მაღაზია.  აქ ისევე, როგორც ბატას ისტორიულ მაღაზიაში, ჭავჭავაძის 11-ში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება „ბატას“ კოლექციასთან ერთად აღმოაჩინოს და შეიძინოს  მსოფლიოში ცნობილი სპორტული  ბრენდების – „ნაიკის“, „ადიდასის“, „პუმას“, ყველაზე მოთხოვნადი მოდელები,  რომლის ხარისხი და ღირებულება ბატას  ბრენდის საფასო პოლიტიკის შესაბამისია.

ცნობისთვის, „აი სი არ ჯგუფი” უკვე 25 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საცალო ვაჭრობის და მომსახურების  სფეროში. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარები, ავეჯის და გასტრონომიის საერთაშორისო ბრენდებს: „ბატა“, „ბამბინო“, “ეკკო“, „ჯეოქსი“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „ავ-ლაბი“, „კორსო იტალია“, „პარფოისი“, „ოკაიდი“, „ობაიბი“, „ჟაკადი“,  ლაბორატორია ჩემი სახლი“.  ასევე გასტრონომიულ ბრენდებს  „პომოდორისიმო“, „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „ტაბლა ექსპრესი“, „ფუდ ლაბი“ „აი სი არ  ქეითერინგი“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.