fbpx

ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

 

ოპერის მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო თვე მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბარსელონაში, ჰოსპიტალში გაატარა.

მისი წარმატებული კარიერა 50 წელი გაგრძელდა. კაბალიეს კონცერტები იმართებოდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის თეატრში, სან-ფრანცისკოს და ვენის ოპერებში, სცენაზე ლუჩიანო პავაროტისა და პლასიდო დომინგოსთან ერთად იდგა.

1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე მონსერატ კაბალიესა და ფრედი მერკურის მიერ შესრულებული დუეტი მუსიკალური სამყაროს მთავარ მოვლენად იქცა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.