8 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

DC Universe ჰარლი ქუინზე ანიმაციურ სერიალს იღებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ოსკაროსანმა რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ახალი ფილმი – The Mule გადაიღო

ფილმში მთავარ როლებს ბრედლი კუპერი და თავად ისტვუდი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ლეგენდარული მეგ რაიანი 13-წლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე მთავარი როლით ბრუნდება

Meg Ryan - Leopard Club Award

მეგ რაიანი NBC-ის სერიალში, The Obsolescents-ში მთავარ როლს შეასრულებს. სერიალის სიუჟეტი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში ვითარდება, სადაც წყნარი და ადამიანური ურთიერთობები მას შემდეგ ნადგურდება, რაც ქალაქის საბჭოს წევრი უეცრად იღუპება. მეგ რაიანს უკვე 13 წელია მთავარი როლი არც ფილმში შეუსრულებია და არც სერიალში. 

წყარო: https://variety.com/

 

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნული სტენდის მე-5 პავილიონში, 10, 11 და 12 ოქტომბერს პროექტი – ფოტოალბომი „ტფილისი-თბილისი“ იქნება წარმოდგენილი

ფოტოალბომის ავტორები არიან ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი და ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი არტპროდიუსერი დალი უბილავა დე გრააფი. “ტფილისი-თბილისი” – ესაა ფოტოამბავი, რომელიც ათასჯერ ნანახ, ცნობილ თუ უცნობ შენობებს, თბილისურ არქიტექტურას სრულიად ახლებურად დაგანახებთ. ეს არის თბილისის ისტორიის ფრაგმენტები, გადმოცემული უნიკალური და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ფოტოებით.

 

 

საქართველოში დოკუმენტური ფილმის – „როგორ გავხდე ქართველი“ გადაღებები იწყება

ფილმს „abc ფილმ სტუდიო“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იღებს.

ფილმის რეჟისორია ნათია არაბული-ვეგერი, სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი, პროდიუსერი კი გიორგი ჯეჯეია.

“როგორ გავხდე ქართველი” ახალგაზრდა უცხოელი მუსიკოსების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საცხოვრებლად საქართველო აირჩიეს. მელანი გერმანიიდან, ანა ისრაელიდან, ბენი ამერიკიდან, ხოლო ფარსა, ასტარე და მისი ქმარი შიო ირანიდან არიან. ერთი თაობის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიის, რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების და კულტურების წარმომადგენლები ერთმანეთს  თბილისში შეხვდნენ. ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით ფილმის გმირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობენ და ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ შემოქმედებას აცნობენ.

 

13 ოქტომბერს ქართული ღვინის ფესტივალი იწყება

Image may contain: text

უკვე მეორედ, შარდენზე, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართება. ფესტივალი მათთვისაა, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს. ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, ფოლკლორი, მოძრაობის თეატრის მსახიობები, მიმები, გრანდიოზული ფეიერვერკი – ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა ნამუშევარი მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილს ეკუთვნის

ღონისძიებას კომპოზიტორის შთამომავლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

 

ბერლინი სინათლის ფესტივალს მასპინძლობს

სანახაობა გერმანიის დედაქალაქში უკვე მეცამეტედ ტარდება. ღონისძიებები ორ კვირას გაგრძელდება. ფესტივალის დღეებში ბერლინის 70 შენობა ილუმინაციებით იქნება მორთული, სანახაობა ფეიერვერკების შოუსაც მოიცავს და ის საზეიმოდ 14 ოქტომბერს დაიხურება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა:  სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დათრთვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდენის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი, ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.

ფოტო: http://expressnews.com.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.