უხილავი წყალქვეშა სამყარო იაპონურ ფოტოებში
პლანეტის ფაუნის მრავალფეროვნება დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიის ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მილიონობით გამოსახულებაა შექმნილი და ძალიან რთულია, საზოგადოების სიახლით გაკვირვება. თუმცა, ზოგიერთი ფოტოგრაფი ამას მაინც ახერხებს, რადგან ისეთ „მოდელებს“ პოულობენ, რომლებიც არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებს ჰგვანან, ან თუნდაც გრაფიკული დიზაინით შექმნილ არარეალურ არსებებს.
იაპონელმა ფოტოგრაფმა რიუ მინემიცუმ სწორედ ამგვარი ფოტოსესიით მიიპყრო ყურადღება და Nillei National Geographic Photo Prize-ის გამარჯვებულიც გახდა. მის ობიექტივში ოკეანეებისა და ზღვების ყველაზე პატარა არსებები მოხვდნენ, რითაც არტისტმა წყალქვეშა სამყაროს მთელი არსი, სილამაზე და მრავალფეროვნება ასახა.
- წყნარი ოკეანის მწმენდელი-კრევეტის ლიფსიტა
- ღრმა წყლების კიბორჩხალი
რიუ მინემიცუ საკუთარ არქივს 20 წლის განმავლობაში იაპონიის ნაპირებთან ქმნიდა. მას მყვინთავების მთელი გუნდი ეხმარებოდა. ისინი ღამის გადაღებისთვის სპეციალურ განათებებს წყალქვეშ აწყობდნენ და საათობით ელოდნენ საინტერესო ობიექტებს.
„ყოველი ჩაყვინთვისას, ახალი აღმოჩენის სურვილი მამოძრავებს. ეს პატარა არსებები აღფრთოვანებას იწვევენ, რადგან რთულ გარემოში ადაპტირების საოცარი უნარი გააჩნიათ. მართალია, დაუცველებად გამოიყურებიან, მაგრამ მტაცებლებისგან თავის გადარჩენის საოცარი უნარები აქვთ“, – ამბობს ფოტოგრაფი.
- Dendrochirus
- Bathypterois grallator
- Pleurobranchaea
- Balanoglossus
- უცნობი თევზის ლიფსიტა
- Soleichthys
- ლოკოკინას ლიფსიტა
- Hochplichthys
- ღრმა წყლების კიბორჩხალი
- მედუზა Coronatae
- Teuthoidea
- სიპუნკულიდის ლიფსიტა
- მედუზის ლიფსიტა
- Physalia physalis
- ახალშობილი რვაფეხა
- Actiniaria
- Acanthuridae
- მოლუსკი Bivalvia