fbpx

15 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ ვიდეო: საქართველოს პატივსაცემად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სულიკო ქართულად შეასრულეს

Many thanks to Frankfurter Buchmesse for this amazing surprise! #Georgiancharacters loves you !!! Frankfurter BuchmesseFrankfurter Buchmesse Ehrengast#Georgiancharacters#fbm18

Gepostet von Georgia Made by Characters am Sonntag, 14. Oktober 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

მარველი სკარლეტ იოჰანსონს შავი ქვრივის როლისთვის $15 მილიონს გადაუხდის

That salary is what Chris Evans and Chris Hemsworth each earned for playing Captain America and Thor, respectively, in this year's 'Avengers: Infinity War.'

შავი ქვრივი ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელია, მის როლს კი ფილმების სერიაში სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. პირველად ეს პერსონაჟი 2010 წელს “რკინის კაცი 2”-ში გამოჩნდა, შემდეგ კი შურისმაძიებლებისა და კაპიტანი ამერიკას ფილმებში.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

გოგოების დღესთან დაკავშირებით ჰოლივუდის ვარსკვლავებმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომლის მიზანი გოგოებისთვის განათლების მიღების აუცილებლობა, სოციალური უთანასწორობის დაძლევა და ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ  ყურადღების გამახვილებაა.

წყარო: https://twitter.com/

 

დისნეიმ ალადინის ეკრანიზაციის პირველი ტიზერი გაავრცელა

კომპანიამ ჯინის როლზე მსახიობი უილ სმიტი დაამტკიცა, ალადინისა და ჟასმინის როლზე კი მენა მასუდი და ნაომი სკოტი. ფილმი ეკრანზე 2019 წლის მაისში გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

HBO-ს კრიმინალური შოუს, True Detective-ის მესამე სეზონი 2019 წლის 13 იანვარს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

თბილისში ბრაზილიური კინოს ფესტივალი გაიმართება

cartaz4 (1).png

20-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით კინოს სახლში მისული სტუმრები ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ბრაზილიური ფილმების ნახვას შეძლებენ.

წყარო: https://www.tbffestival.com/

 

თბილისის ბოტანიკური ბაღი 20 და 21 ოქტომბერს პირველ პურის ფესტივალს უმასპინძლებს

Image may contain: food and text

 ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. სწორედ ამან განაპირობა ფესტივალის იდეის წარმოშობა.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდის” პრეზენტაცია 19 ოქტომბერს, 20:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება

Image may contain: 1 person, bicycle and text

“ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი” ქართველი ჟურნალისტის, რატი მუჯირის პირველი წიგნია, რომელიც ცხელ წერტილებში მუშაობისას გადახდენილ ამბებს გვიყვება. ნაწარმოების პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან. ისინი გვიამბობენ, როგორ გადარჩნენ, როგორ დაკარგეს ოჯახის წევრები; იხსენებენ შიშსა და ტერორში გატარებულ მძიმე დღეებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადასცა

ცერემონიაზე ქართული და ნორვეგიული მხარეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, განვლილი დღეები შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმები განიხილეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის სიმბოლო – გრაგნილი ნორვეგიას საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა გადასცა.

 

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა

No automatic alt text available.

რეტროსპექტივა ტოკიოში მდებარე კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“ 26 ოქტომბრამდე გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიციის ნახვა იქნება შესაძლებელი

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გამოფენილა. მათ შორისაა: „გიორგობა ბოლნისში”, „კრწანისი”, „თეთრი დათვი ბელებით”, „გლეხის ქალი ბავშვებით”, „ხუთი თავადის ქეიფი”, „მზარეული”, „მუშა ტიკით”, „მუშა კასრით”, „თეთრი დუქანი” და სხვა.

ეროვნულ გალერეაში ასევე წარმოდგენილია ,,ქორწილი კახეთში” – სწორედ ამ სურათით იწყება ნიკო ფიროსმანაშვილის ყველაზე დიდი სამუზეუმო კოლექციის შექმნა.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.