fbpx

16 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ შვილს ელოდებიან

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ორსულადაა. სამეფო ოჯახის ახალი წევრი 2019 წლის გაზაფხულზე დაიბადება. ინფორმაციას კენსინგტონის სასახლე ავრცელებს.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

 

 მსახიობი მაიკლ დუგლასი ნეტფლიქსის სერიალში The Kominsky Method მთავარ როლს ასრულებს.

ახალ კომედიაში დუგლასს პარტნიორობას ალან არკინი გაუწევს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის თბილისობისათვის მიძღვნილი კვირეული

დღეს, 18.30 საათზე, გიორგი ვარსიმაშვილის თბილისის ინტერიერების და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის თბილისური პანორამების ფოტოგამოფენით „თბილისზე“ იხსნება. გამოფენა 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტთა შორის ქართველი მეზღაპრე ბონდო მაცაბერიძეც მოხვდა

Image may contain: 1 person, standing

ბონდო მაცაბერიძეს გამოცემული აქვს პოეტური კრებული „თმენის ფორმულა” და მხატვრულ-პუბლიცისტური კრებული „სადაურსა სად წაიყვან”, თუმცა უფრო მეტად მეზღაპრედაა ცნობილი. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია შვე­დე­თის სა­ხელ­მწი­ფომ 2003 წელს და­ა­წე­სა, რო­გორც ყვე­ლა­ზე დიდი საერთაშორისო პრე­მია სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისში ცნობილი ფრანგი პროდიუსერი, ევროპული ანიმაციის ჯილდოს დამფუძნებელი, ფრანგული კინოფონდის, „პიქტანოვოს“ ანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ოლივიე კატერინი იმყოფება

Image may contain: one or more people and people sitting

პროდიუსერი ეროვნულ კინოცენტრში 5-დღიან ვორქშოფს ჩაატარებს – თუ როგორ უნდა მომზადდეს ანიმაციური ფილმის პროექტი პრეზენტაციისათვის საერთაშორისო კინობაზრობებზე წარსადგენად. ვორქშოფის მონაწილეებს ანესის ფესტივალის ექსპერტები კონკურსის შედეგად შეარჩევენ. გამარჯვებულს  საშუალება ექნება თავისი პროექტი ანესის 2019 წლის ფესტივალზე წარადგინოს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისის წიგნის დღეები 2018 8 ნოემბერს დაიწყება

თბილისის წიგნის დღეები ექსპოჯორჯიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ოთხი დღის განმავლობაში გამოფენა დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებით, ლექციებით, სემინარებითა და პრეზენტაციებით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, გეოლოგმა ლუკა ადიკაშვილმა ესპანეთში, დელფინის გამოქვაბულში ჩაყვინთა.

Image may contain: one or more people, outdoor and water

წყარო: https://www.facebook.com/

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნორა იკსტენას წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც  18 ოქტომბერს, 18:00 საათზე ლატვიის საელჩოში გაიმართება

Image may contain: makeup

„დედის რძე“ სულის შემძვრელი რომანია. იგი შეუბრალებლად აღწერს საბჭოთა კავშირის მანკიერებებს, რომლებიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ, დედაშვილურ ურთიერთობებს. საოცრად ემოციური, სევდიანი, შეუპოვარი და ამაღელვებელი ნაწარმოები გამომცემლობის ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ძვირფასი მონაპოვარია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს გამოფენას – თბილისის უცნობი ადგილების ფოტოები – მთაწმინდა

Image may contain: indoor

თბილისობის კვირეულის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული გიორგი ვარსიმაშვილის და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ერთობლივი ფოტოგამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში  იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია ერთი მხრივ, თბილისის უცნობი ადგილების: სადარბაზოების, ბინების, მიტოვებული სასტუმროებისა და საპატიმროების, დარბაზების, ასევე უნიკალური არქიტექტურული ძეგლების ფოტოები, ხოლო მეორე მხრივ, დედაქალაქის პეიზაჟების კონცეპტუალურ-არტისტული ხედვა. ფოტოგამოფენის პარალელურად გაიმართება დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტი, რომელზეც შესრულდება თბილისური მელოდიები.

წყარო: https://www.facebook.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.