fbpx

დღის ვიდეო: მამა ნიკოლოზი თავის მრევლს ხვდება


გააზიარე სტატია

20 ოქტომბერს ფეისბუკ-გვერდზე წმინდანი ღმერთი ნარიმანი=მამა ნიკოლოზი გამოქვეყნდა მამა ნიკოლოზის (ნიკოლოზ მაქარაშვილის) ვიდეო, სადაც ის თავისი ბინის შესასვლელში მრევლს ხვდება და ასანთის ღერებს ურიგებს.

გვერდის ადმინის ინფორმაციით, „წმინდა მამა ნიკოლოზი ამჟამად ცხოვრობს თბილისში, ბარნოვის N80 და სამლოცველო არის ირაკლი გამრეკელის N34 (ნუცუბიძეს N123-დან ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან არის ასახვევი)“.

თავისი მრევლის წრის მიღმა ბერი ნიკოლოზი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მამა ნიკოლოზმა გამრეკელის ქუჩაზე მის სამლოცველოსთან დაკავშირებით სახლის მფლობელთან დავის გამო მისულ პოლიციას მუშტი მოუქნია.

Euronews.ge-ს ინფორმაციის მიხედვით, მამა ნიკოლოზს პრობლემა ქონდა მის ადრინდელ საცხოვრებელ ბინაშიც, ზესტაფონის ქუჩაზე, სადაც ის მეპატრონეებმა ერთ დღეს სახლში არ შეუშვეს.

ბლოგ „ახალი ამბების“ ინფორმაციით (2016), ნიკოლოზ მაქარაშვილი „1994 წელს მამა ნიკოლოზი იყო მღვდელ-მონაზონი და საპატრიარქომ ილია მეორის მითითებით დააყენა მღვდელ-მონაზვნობიდან. დაყენება ნიშნავდა იმას, რომ ჩამოართვეს მღვდლობა დროებით, მას არ აქვს შვიდი საიდუმლოს შესრულების უფლება და ის ამას ემორჩილება, მაგრამ მამა გაბრიელისავით ის არის სიმართლის მთქმელი.“

ამავე ბლოგში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რესპოდენტი – წიგნის „სიმართლეს როცა დაიცავ“ ავტორი გიორგი ბადრიძე ამბობს რომ „დედა პარასკევამდე მამა ნიკოლოზი იყო მამა გაბრიელის მორჩილი და სულიერი შვილი. მამა ნიკოლოზი სამი წელი იყო მორჩილებაში მამა გაბრიელთან.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.