22 ოქტომბერი დილიდან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ისევ გენო!
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ორ-გზის ჩემპიონია.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა გოლიათმა, ფინალში, ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
გასულ წელს გენომ, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თურქების ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაჰა აკგულის სძლია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მძიმეწონოსანი ჩემპიონი გახდა.
დღეს ანდრეი ზვიაგინცევის მასტერკლასი გაიმართება
“თანამედროვე კინოს დიდოსტატები” საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას. მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. 22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 24 ოქტომბერს კი კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება ფილმის, “უსიყვარულოს” სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.
წყარო: https://www.facebook.com/
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას „აქვს და სჭირდება თუ არა სილიკონის ველს ეპისტემოლოგია?“
ფილოსოფოსი ჰეგელი ოცდამეერთე საუკუნეში რომ დაბრუნებულიყო და კვლავ დაესვა თავისი აკვიატებული შეკითხვა – „სად მყოფობს გონი?“, იძულებული იქნებოდა, ყურადღება მიეპყრო ავანგარდისტი ინჟინრებისკენ, რომლებიც სილიკონის ველზე ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან.
ტრადიციული აზროვნების ინტელექტუალებს შორის მათ ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ, ვინაიდან ისინი ვერ თავსდებიან აზროვნების იმ დამკვიდრებულ ჩარჩოებში, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის „ფილოსოფიასთან“ ასოცირდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი როგორც ფრანგული, ესპანური, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის, ისე ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მცოდნე და სპეციალისტი. მას ეკუთვნის წიგნები: „ფილოლოგიის ძალა“, „1926. ცხოვრება დროის ზღვარზე“, „ათლეტური მშვენიერების ქება“, „დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი”, „დასწრებულობის წარმოება“ და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი ნაშრომები.
წყარო: https://www.facebook.com
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს „მოგზაურის დღიურები“ და 22 ოქტომბერს, 18 საათზე გიწვევთ შეხვედრაზე „18 დღე აფრიკაში“
ველური ბუნება და ფერადი ადამიანები, სხვადასხვა ტომის მცხოვრებლები და მათი ხასხასა ჩაცმულობა, ადამიანებისა და ბუნების თანაცხოვრების ჰარმონია. აფრიკაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბლოგერები მარი ნიკურაძე და ელენე ჩხეიძე გაგვიზიარებენ.
წყარო: https://www.facebook.com/
22 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალ მხატვართა გამოფენა – შემოდგომა 2018
გამოიფინება სამოცდაექვსი მხატვრის თითო ფერწერული ტილო თუ გრაფიკული ნამუშევარი. გამოფენაში მონაწილე ზოგიერთი მხატვრის სახელი კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს, რაც დიდი სტიმულია ახალგაზრდა მხატვრებისათვის. ექსპოზიცია, რომელმაც გააერთიანა მხატვართა უფროსი და ახალგაზრდა თაობა, სიახლისა და მხატვრული თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ექსპოზიცია გამოირჩევა უჩვეულო ფერთა გამით, მაღალმხატვრულობით, პროფესიონალიზმითა და სტილური თავისებურებით.
წყარო: https://www.facebook.com/
16 ნოემბერს ყავისა და ჩაის ფესტივალი გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
მთვარის მეტეოროტი, რომელიც 2017 წელს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთით, უდაბნოში აღმოაჩინეს, აშშ-ში აუქციონზე 612 500 დოლარად გაიყიდა.
წყარო: https://www.apnews.com/
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ჟიურიმ ფინალისტები გამოავლინა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიურია; მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა. წელს პრემია მეორედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესების ელექტრონულ ვერსიებს (კონკურსის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ის, რომ გამომცემლები ნაკლებად ბეჭდავენ პიესებს) და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.
საკონკურსოდ შემოსული 42 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 21.
დებიუტის ნომინაციაში ჟიურიმ მოკლე სია ვერ გამოავლინა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის წლევანდელი ფინალისტები არიან:
საუკეთესო პოეტური წიგნი:
ნათია ჯანაშია, „ენოტის რემონტი“ , გამომცემლობა “პალიტრა L”
გივი ჩიღვინაძე, „ანბანი, ანბანთქება, ენის გასატეხები, რითმოცანები“, გამომცემლობა “მახარობელი”
საუკეთესო პროზაული წიგნი
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი
თამრი ფხაკაძე, „კიკის თავგადასავალი“, გამომცემლობა “პალიტრა L”
ბონდო მაცაბერიძე, „წერილები წეროს ბუდიდან“, გამომცემლობა “ბაკმი”
პატარებისთვის, 7 – 12 წელი
ლელა ცუცქირიძე, „მხიარული ოჯახი და სხვები“, საქართველოს აკადემიური გამომცემლობა
დიანა ანფიმიადი, „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“
ყმაწვილებისთვის, 13 +
ნატო დავითაშვილი, „მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია)
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი
ანა ჯანელიძე, „პიპა ირჩევს პროფესიას“, გამომცემლობა “ზოლიანი კატა”
ბონდო მაცაბერიძე, „წერილები წეროს ბუდიდან“, გამომცემლობა “ბაკმი”
პატარებისთვის, 7 – 12 წელი
ლელა ცუცქირიძე, „მხიარული ოჯახი და სხვები“, საქართველოს აკადემიური გამომცემლობა
სოფო კირთაძე, „მაუგლი“, გამომცემლობა “პალიტრა L”
საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია)
ალექს ჩიღვინაძე, „თქვენთანაც აბრახუნებენ?“
ნინია სადღობელაშვილი, „სიხარულის ვაქცინა“
ირმა მალაციძე, „სამი გოჭის ახალი თავგადასავალი“
საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია)
ციცო ხოცუაშვილი – ჯენიფერ ბელის „მიწისქვეშელები“, ე.ბ. უაითის „გედის საყვირი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გიორგი ეკიზაშვილი – დანიელ პენაკის „კამო, ანუ საუკუნის იდეა“, დანიელ პენაკის „კამო და მე”, დანიელ პენაკის „კამო და სააგენტო ბაბილონი“, გამომცემლობა “აგორა”
თამარ კვიჟინაძე – არნე სვინგერის „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ქეთი ყანჩაშვილი – ჯოან როულინგი „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია)
ირმა მალაციძე, ინტერნეტ-ჟურნალი „საბავშვო ლიტერატურა“
თათა ჩხაიძე, ანა თურმანიძე, „ქაღალდის თვითმფრინავი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში.
წყარო: http://writershouse.ge/geo/new/1180
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, 24 ოქტომბერს, საღამოს 7:30 საათზე, სტუდია GonzoFilms & Cinepartizan-წარმოგიდგენთ მომავალი თაობის რეჟისორების მოკლემეტრაჟიან ფილმებს.
წყარო: https://www.facebook.com/