fbpx

Alice Q – პროფესიონალთა გუნდი


გააზიარე სტატია

 

Alice Q  პროფესიონალთა გუნდია, რომლის მთავარი მიზანი ამბიციურია – ღონისძიება იყოს იდეალური – უფრო დეტალურად კი, გამართული და მოწესრიგებული სამუშაო პროცესი, რისი შედეგიც ყოველთვის მაღალი ხარისხია.

როგორ შეიქმნა Alice Q, ვინ არის მისი დამფუძნებელი და რატომაა ის განსაკუთრებული?

ახალი ივენთ კომპანია, ბრენდი, რომელიც რამდენიმე თვეა არა მარტო ქართულ ბაზარზე გამოჩნდა,  არამედ სტანდარტებსაც დააწესებს და კონკურენციასაც გაზრდის.

 

„მიირთვით ჩაი, სანამ ჩვენ ვიზრუნებთ ხარისხზე“ – ამ მესიჯით  Alice Q, სიმშვიდეს, განსაკუთრებულობას და დახვეწილობას გპირდებათ.

 

 

ირინა ეგაძე – ივენთ მენეჯერი, ივენთ კომპანია Alice Q დამფუძნებელი:

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქვეცნობიერში ვალაგებდი, რომ გავაკეთებდი საკუთარ ივენთ კომპანიას და თუკი რამე ვიცოდი, იქ გადავიტანდი. თითქოს ამ ყველაფერს თაროზე ვაწყობდი და ერთ დღესაც მივუბრუნებოდი, ასეც მოხდა.“

ბევრი წელია ამ სფეროში ყოფნამ აჩვენა, რომ ღონისძიების ორგანიზება დიდი პასუხისმგებლობაა, გასათვალისწინებელია ბევრი მცირე დეტალი და მთავარი – ხელმძღვანელის ხასიათი სარკისებურად აისახება საბოლოო შედეგზე, რაც ირინას შემთხვევაში ზუსტად ხდება. მისი თვისებებიდან გამომდინარე, სხვისთვის სიამოვნების მინიჭება საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა.

შედეგით თუ ბედნიერი არ ხარ, რაღაც ისე არ იყო და ამ რაღაცას მხოლოდ შენ გრძნობ და არა დამკვეთი.

ირინა ყველა სფეროს მიმართ კრიტიკულია, ზუსტად იცის, რისი მიღება სურს – იყო დამკვეთიც და აღმსრულებელიც, ამდენად  ორივე მხრიდან ხედავს მუშაობისა და განვითარების პროცესს. სწორედ ამიტომ, Alice Q-ს დამფუძნებელმა ეს ყველაზე უკეთ იცის, და ისიც, რომ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული უნდა იყო, ის დეტალები, რომელიც ღონისძიებას იდეალურს ხდის, გაითვალისწინო; იცის, რომ მისი მთავარი პრინციპი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება და შედეგით კმაყოფილებაა. ამ დროს კი ჩნდება მთავარი – ნდობა, რომელსაც ირინას თქმით, ის პირველივე შეხვედრაზე მოიპოვებს, სხვაგვარად პროცესი სრულყოფილი ვერ იქნება.

„ყოველთვის ვინტერესდები ყველა დეტალით, დამკვეთმა  იცის, რა უნდა, ჩვენ კი ვირგებთ მათ როლს და საქმის კეთებას ვიწყებთ. როცა ვხვდები, რომ რაღაც პატარა პრობლემა წარმოიშვა, ზუსტად ვიცი, როგორ გავუმკლავდე, რადგან ეს გამოცდილებამ მასწავლა.“

„დასაწყისში დამკვეთს შეუძლია იდეა კონცეპტუალურ დონეზე მოგვაწოდოს, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება. თუ მაგალითად, მაქვს დიდი პროექტი, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი, წინადადებას არ ვაგზავნი, რადგან ჩემთვის თითოეული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უდიდეს ადრენალინს მაძლევს.“

ირინას აზრით, არ არის სწორი, როცა კომპანია სხვადასხვა თანამშრომლებს რთავს ივენთის ორგანიზებაში. ის  ფიქრობს, რომ ქართულ ბაზარზე აუცილებელია დამკვიდრდეს ღონისძიებების აუთსორსინგის პრაქტიკა,  ორგანიზება ბევრ დროს ართმევს თანამშრომლების სხვა წევრებს, რომლებიც ამ დროს  უფრო მნიშვნელოვან ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. და ზუსტად ამიტომ, Alice Q კიდევ ერთ აგურს დადებს თანამედროვე მენეჯმენტის კულტურის განვითარებაში.

 

 

„შეიძლება ღონისძიება სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ შენ გაქვს შანსი სრულყოფილთან მიახლოებული შექმნა.“

 

Alice Q მუშაობს უკუკავშირისათვის – იმისთვის, რომ  მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი, რაც ავითარებს კომპანიას და უკეთესს ხდის.

ნაბიჯები – გუნდის შეკრება, როცა ივენთი გენატრება, როცა ეს შენთვის მნიშვნელოვანია და მუდმივად ახალ გამოწვევებს ელოდები. როცა ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ერთ მთლიან ჯაჭვშია ჩაბმული.

სამომავლოდ ირინა გეგმავს, რომ იყოს ლექტორი და თავისი ცოდნა სტუდენტებს გაუზიაროს, მოამზადოს პროექტი და ასწავლოს ყველას, რომ საქმე მნიშვნელოვანია.

რატომ Alice Q? იმიტომ, რომ მის გუნდთან თანამშრომლობა კომფორტია, იმიტომ, რომ მათ აქვთ გამოცდილება და ზუსტად იციან, როგორ მართონ თქვენი წვეულება, საქმიანი ღონისძიება ან შეკრება.


თუ ერთხელ ენდობი Alice Q-ს, აუცილებლად დაუბრუნდები მას! ☺

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.