fbpx

Apple და Samsung-ი სმარტფონების სპეციალურად შენელებისთვის მილიონობით დოლარით დააჯარიმეს


გააზიარე სტატია

 

Apple და Samsung შესაბამისად 10 და 5 მილიონი დოლარით დაჯარიმდენ ძველი სმარტფონების სპეციალურად შენელებისთვის, რასაც კომპანიები „ხმარებიდან გეგმიური ამოღებას“ უწოდებდნენ.

იტალიის სასამართლოს ვერდიქტი პირველია სმარტფონების მწარმოებლების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მათ ბრალს სდებდნენ მსგავსი პრაქტიკის გამოყენებაში.

„ხმარებიდან გეგმიური ამოღება“ Apple-ისა და Samsung-ის ენაზე ნიშნავს ისეთი სისტემური განახლებების წახალისებას, რომლებიც ტელეფონების სიჩქარეს საგრძნობლად ამცირებს და უბიძგებს მის მფლობელებს ძველი ტელეფონების ჩანაცვლებას ახალი მოდელებით.

იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩატარებულმა „კომპლექსურმა გამოძიებამ“ დაადგინა, რომ ორივე კომპანია არაკეთილსინდისიერ კომერციულ პრაქტიკას ახორციელებდა, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ორივე კომპანია, შესაბამისად ინფორმირების გარეშე, უბიძგებდა მომხმარებლებს ისეთი სისტემური განახლებების განხორციელებისკენ, რომლებიც არ შეესაბამებოდა მათი ხელსაწყოების (ტელეფონების) ტექნიკურ მონაცემებს და არ უზრუნვლეყოფდა მათი ფუნქციონალობის სრულად გამოყენებას.

ოპერაციული სისტემის განახლებები სერიოზულად აფერხებდა ტელეფონების მუშაობას და ამცირებდა მათი მუშაობის ხარისხს, რაც აჩქარებდა მათი ახალი მოდელებით ჩანაცვლების საჭიროებას“.

მაგალითად, Samsung-ი ტელეფონ Note 4-ის მფლობელებს დაჟინებით მოუწოდებდა 2014 წელს ანდროიდის ახალი ვერსიის დაყენებას, რომელიც Note 7 მოდელისთვის იყო განკუთვნილი. ეს ხდებოდა ისე, რომ მომხმარებლები არ იყვნენ გაფრთხილებული იმ ხარვეზების შესახებ, რომლებსაც ეს აპდეიტი გამოიწვევდა. შესაბამისად მათ უწევდათ დამატებითი თანხების გადახდა საგარანტიო მომსახურების პირობებს გარეთ განსახორციელებელი სარემონტო მომსახურებისთვის.

რაც შეეხება Apple-ს, კომპანია ასევე “დაჟინებით ურჩევდა” iPhone 6-ის მფლობელებს აპდეიტების გაკეთებას, რომლებიც iPhone 7-ისთვის იყო განკუთვნილი და არ აფრთხილებდა მომხმარებლებს რომ ეს ინსტალაცია შეანელებდა მათი ტელეფონების სიჩქარესა და ფუნქციონალობას.

ორივე კომპანიას კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა დაუწესეს. სანქციებს Apple-ისგან და Samsung-ისგან ჯერ-ჯერობით პასუხი არ მოჰყოლია.

 

ორიგინალი: https://dailymail.co.uk


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.