fbpx

25 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა.  თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტი თეატრის, მუსიკის,  კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება. 2 დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია  იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და მეფე თეიმურაზ მეორის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.

 

4 ნოემბერს დედაენის ბაღში  ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება

No automatic alt text available.

დამსწრეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ნატურალური ქართული პროდუქტი – ღვინო, ჭაჭის არაყი, სხვადასხვა სახეობის ყველი, ნუგბარი და სხვა. სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო და შესანიშნავი ელექტრონული მუსიკა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართული მულტფილმები გაციფრულების შემდეგ დიდ ეკრანს დაუბრუნდება

Image may contain: one or more people and screen

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ მუშაობა დაიწყეს ერთობლივ პროექტზე – „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980-იანი  წლების 20-მდე ფილმის ელექტრონული ასლის შექმნა და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისათვის მათი წარდგენა ეროვნული არქივის კინოთეატრში.

ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე მიმდინარეობს. მულტფილმების ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახის აღდგენას ემსახურება.

პროექტის პირველ ეტაპზე სპეციალისტები მუშაობენ შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „თერძი ბესო“, „საზამთრო“, „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვა. მულტიპლიკაციური ფილმების პირველი ჩვენება მომდევნო თვეში ეროვნული არქივის კინოთეატრში მოეწყობა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

გერმანიაში თბილისის შესახებ ფოტოალბომი – “თამარ, სად ხარ?” გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანიაში გამოიცა ფოტოალბომი – “თამარ, სად ხარ?“. ფოტოალბომი აერთიანებს 9 ფოტოგრაფის – გიორგი შენგელიას, გიორგი ტაბლიაშვილის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინათინ კიღურაძის, ვახო ხეთაგურის, ანდრეას ოეტკერ-კასტის, დინა ოგანოვას და იური მეჩითოვის ნამუშევრებს თბილისზე. ტექსტების ავტორები არიან ანა კორძაია-სამადაშვილი და დათო ტურაშვილი.

წყარო: https://www.bt-st.de/de/shop/

 

ვირჯინია ვულფის რომანის, „ორლანდოს“ გამოცემიდან 90 წელი შესრულდა

Image may contain: 1 person, text

ამ თარიღთან დაკავშირებით წიგნის სახლ „ლიგამუსში“ რომანის შესახებ ისაუბრებენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე, დოქტორანტები: დავით ცარიელაშვილი, ნოდარ გოცირიძე, მაგისტრანტი ქეთევან გახოკია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვაკის მედიათეკა გიწვევთ შეხვედრაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ დეა მეტრეველთან და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავასთან

No automatic alt text available.

 შეხვედრაზე ისაუბრებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობის შედეგებზე, მიღებულ რეკომენდაციებსა და ახალ გამოწვევებზე.

მიმდინარე წლის 10-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ბაზრობაზე აკრედიტებულმა ასობით ჟურნალისტმა და ათასობით სტუმარმა უკეთესად გაიცნო თანამედროვე და კლასიკური ქართული ლიტერატურა; გაიმართა შეხვედრები ქართველ და ევროპელ გამომცემლებს შორის, ქართველი ავტორების თარგმანების წარდგენა და პარალელური კულტურული ღონისძიებები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს

წლევანდელი კინოფესტივალის ფოკუსშია საქართველო. სექციაში Spotlight: Georgia შემდეგი ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი: გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”, თორნიკე გოგრიჭიანის “ანდრო”, მარიამ ხაჭვანის “დინოლა”, გიორგი ოვაშვილის “ზღვის დონიდან”, ლევან თუთბერიძის “მოირა”, ზაზა ხალვაშის “ნამე”, გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”, გიო მგელაძის “არა, მეგობარო”, ანა ურუშაძის “საშიში დედა”, გიგა ხაინდრავას “დაცვის პოლიციელი”, სანდრო სულაძის “თუთა”, ნანა ექვთიმიშვილის “დედა”.

აღსანიშნავია, რომ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის  ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორი გიო მგელაძე იქნება. კინოფესტივალი 6-11 ნოემბერს ჩატარდება.

წყარო: http://www.gnfc.ge/

 

ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

JOHN LENNON AND YOKO ONO AT TITTENHURST PARK, THEIR RESIDENCE BETWEEN 11/08/69 AND 30/08/71 IN SUNNINGDALE, NR ASCOT BERKSHIREJohn Lennon and Yoko Ono at their home at Tittenhurst Park, Britain - 1970

ფილმს გადაიღებს  Big Little Lies-ისა და  Dallas Buyers Club-ის რეჟისორი ჟან მარკ ვალე. როგორც ცნობილია, სცენარის ავტორი მაიკლ დე ლუკა იქნება, რომელიც კონსულტაციებს თავად იოკო ონოსთან გაივლის.

წყარო: https://variety.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.