fbpx

26 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დაათვალიერეთ ფოტოები ვენის ალბერტინას მუზეუმიდან, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, 1972 წელს პარიზში  შექმნილი, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა – „ფიროსმანის პორტრეტი”. პროექტის ფარგლებში ასევე პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ალბერტინას მუზეუმი და “Infinitart Foundation Vienna, ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს ბანკი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

რუსული მადლობის გამო ქართველმა ავიამეთვალყურემ ფრანგ მფრინავს გერმანულად უპასუხა

Image may contain: text

ჩანაწერში Air France 123-ის პილოტი ქართველ ავიამეთვალყურეს ესალმება, საპასუხო მისალმების შემდეგ კი პილოტი მას რუსულად უხდის მადლობას. ამაზე გიორგი სარალიძე გერმანულად პასუხობს “Bitte”. საბოლოოდ, ფრანგი პილოტი ქართველ ავიამეთვალყურეს ეუბნება, რომ ის არა გერმანელი, არამედ ფრანგია. გიორგი სარალიძე კი პასუხობს: “ვიცით, მაგრამ “სპასიბო” რუსულია, ჩვენ კი ქართველები ვართ”. ფრანგმა მფრინავმა მის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა კორეულ ენაზე პირველი ქართული წიგნი – 10 ქართველი ავტორის მოთხრობების კრებული წარადგინა

კრებული ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით კორეულ ენაზე ითარგმნა და Literatur translation Institute of Korea-მ (Ma-eum-Yi-eum) კორეაში გამოსცა. მოთხრობების კრებული აერთიანებს რუსუდან რუხაძის, ნუგზარ შატაიძის, ირაკლი სამსონაძის, თეა თოფურიას, ნინო სადღობელაშვილის, გურამ მეგრელიშვილის, ირმა არჩუაშვილის, ნინო თარხნიშვილის, ზვიად კვარაცხელიას და გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებს.

წყარო: https://cdn.1tv.ge/

 

კახეთში, ქალაქ გურჯაანში კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

უმაღლესი სასწავლებელი საბაკალავრო პროგრამას სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლებში გამოაცხადებს, 2020 წლის ზამთარში კი პროფესიული პროგრამების სტუდენტების მიღებას გეგმავს. დაწესებულებას კავკასიის უნივერსიტეტი ხსნის და როგორც მისი მესვეურები ამბობენ, ამ პროექტით მეღვინეობა–მევენახეობის დარგისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს.

წყარო: https://www.marketer.ge/

 

8-11 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

წელს გამოფენაზე დაგხვდებათ: ახალი თარგმანები, წლის ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა ფასდაკლებით; შეხვდებით ქართველ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს; გელით სემინარები და პრეზენტაციები, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები.

წყარო: https://www.facebook.com

 

31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ქართული საპროდიუსერო კომპანიები ლოს-ანჯელესში მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, American Film Market-ის გამოფენაზე წარდგებიან

გამოფენაზე 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი  იყრის თავს. ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის ისეთ წამყვან წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: NBC Universal-ი, Disney, HBO, Paramount. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიას, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება.

 

ვაჟა-ფშაველას პოემების კრებული ინგლისურ ენაზე გამოიცა

წიგნი გამომცემლობა Garnet Press-მა გამოსცა, თარგმანი კი დონალდ რეიფილდს ეკუთვნის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.