fbpx

Segrex Auto Gallery -მანქანების ახალი მულტიბრენდული შოურუმი თბილისში


გააზიარე სტატია

 

25 ოქტომბერს თბილისში მულტიბრენდული შოურუმი გაიხსნა. Segrex Auto Gallery აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, 5 ნომერში მდებარეობს. ახალ შოურუმში ისეთი მარკის ავტომობილების შეძენაა შესაძლებელი, როგორებიცაა: Ferrari, BMW, INFINITI, Mercedes, Toyota.  მანქანები ლიმიტირებული რაოდენობითაა წარმოდგენილი. თუკი მომხმარებელი მისთვის სასურველ მოდელს შოურუმში ვერ აღმოაჩენს, „სეგრექს ავტო გალერი“  მათ  ჩამოყვანის სერვისსაც სთავაზობს.

 

 

შოურუმში მაქსიმალურადაა გამარტივებული მანქანის შეძენის პროცესი, რადგან აქ, მოდელების დათვალიერებასთან ერთად, მათი გატარებაცაა შესაძლებელი. მსგავსი მომსახურების  სერვისი აქამდე საქართველოში არ არსებობდა.

კომპანიას კიდევ ერთი სიახლე აქვს – იგი გახდა INFINITI-ის ოფიციალური დილერი  და მომხმარებელს 4 სედანსა და 5 SUV მოდელებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

 

 

„სეგრექს ავტო გალერი“ ამჟამად მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი,  თუმცა 2019 წლის პირველ ნახევარში შოურუმი  ბათუმშიც გაიხსნება.

შოურუმში უკვე განთავსებულია ელექტრო, ეკოლოგიური და ეკონომიური NIU სკუტერები. კომპანია მუშაობს  ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების ხაზის კიდევ უფრო განვითარებაზე – 2021 წლისთვის INFINITI გეგმავს სრულად იქცეს ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.