fbpx

29 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

უინძორის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრების საქორწილო ნივთების გამოფენა გაიხსნა

The Duke and Duchess of Sussex holding hands in the carriage following their wedding

ექსპოზიციაზე სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას საქორწილო ნივთები და ტანსაცმელია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს პრინცი ჯორჯისა და შარლოტას იმ ტანისამოსის ხილვა შეუძლია, რომელიც მათ ქორწილში ეცვათ.  

წყარო: https://www.rct.uk/

 

ვაშინგტონში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

ფესტივალს საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ერთობლივად წარმოადგენენ. 13-16 ნოემბერს ვაშინგტონი 6 ქართული ფილმის ჩვენებას და ფილმების ავტორებთან დისკუსიას უმასპინძლებს. ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები: “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა & სიმონი), “არა, მეგობარო” (რეჟისორი გიო მგელაძე), “დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი), “სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე), “საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე), “შემთხვევითი პაემნები” (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი). 

წყარო: http://www.gnfc.ge/

 

პირველი ქართული 3D ანიმაციის, „ჯინოს“ პრემიერა თბილისის პირველ საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე გაიმართება

ანიმაციის ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება, „ჯინოს“ სპეციალური ჩვენება კი 4 ნოემბერს გაიმართება.

„ჯინო“ არის პირველი მაღალხარისხიანი მოკლემეტრაჟიანი 3D ანიმაციური ფილმი, რომელიც 300-ზე მეტი ანიმაციური ფილმების ფესტივალის მონაწილეა და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც იძულებული არიან, ახალი საბინადრო ადგილი ეძებონ. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს პრობლემებისგან თავის დაღწევას.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მერკურის შემსწავლელი ხომალდი – Bepicolombo წარმატებით გავიდა კოსმოსში

მერკური მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ნაკლებად შესწავლილი პლანეტაა. ხომალდს მერკურიმდე მისასვლელად შვიდი წელიწადი დასჭირდება.

წყარო: http://www.esa.int/

 

ოსკარის მფლობელი კეტრინ ზეტა-ჯონსი ფეისბუქის მიერ გადაღებულ სერიალში Queen America მთავარ როლს ასრულებს

სერიალის პირველი სეზონი 10-ეპიზოდიანი იქნება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია. შოუ შავი კომედიის ჟანრისაა. ზეტა-ჯონსი სერიალში ვიკი ელისის როლს შეასრულებს. ის გოგოებს სილამაზის კონკურსისთვის ამზადებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნატალი პორტმანი ფილმში Vox Lux მთავარ როლს თამაშობს

ფილმის სიუჟეტი პოპ-ვარსკვლავის, სელესტის ისტორიას მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

31 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს BBC-ის დოკუმენტურ სერიალში გადაიღებენ

Image may contain: outdoor and nature

BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – „დიდი ცხოველების ოპერაციები“. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

წყარო: https://www.facebook.com/

 

The Marvelous Mrs. Maisel მეორე სეზონით 5 დეკემბერს დაბრუნდება და წინა სეზონისგან განსხვავებით, რომელშიც 8 სერია იყო, ახალ ნაწილში 10 ეპიზოდი იქნება

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.