fbpx

30 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

CinéDOC-Tbilisi On Tour ვარიანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებისთვის ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების – ,,ნახევრად შეჭმული ძროხა” (რეჟ. სალომე ჯაში), ,,აპოლო ჯავახეთი” ( რეჟ. ბაქარ ჩერქეზიშვილი) ჩვენებას გამართავს.

Image may contain: sky, outdoor, nature and text

წყარო: https://www.facebook.com/

 

BIAFF – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი – ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაცია Society for Arts-თან თანამშრომლობით  „ქართული კინოს დღეებს“ 9-12 ნოემბერს ატარებს

Image result for i love BIAFF

 

Society for Arts (ჩიკაგო) „ამერიკაში პოლონური კინოფესტივალის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია. ფესტივალი 1989 წელს დააარსა კრისტოფერ კამიშევმა (კინო/არტ მენეჯერი და ფილანტროპი). PFFA პოლონეთის გარეთ პოლონური კინოს ყველაზე დიდი ფესტივალია. BIAFF  Society for Arts-თან უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრეზიდენტი კრისტოფერ კამიშევი ორჯერ იყო ბათუმში ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული (2007, 2010) და მრავალი წელია BIAFF-ს კონსულტაციას უწევს დოკუმენტური კინოს სექციის პროგრამირების და პოლონური კინოს პრეზენტაციის კუთხით.

„ქართული კინოს დღეები“ ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში – წარმოდგენილი იქნება როგორც კლასიკა, ისე თანამედროვე კინო.

თანამედროვე ქართული კინო – წარდგენილია: რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ (2016), მარიამ ხაჭვანის „დედე“ (2017), ანა ურუშაძის „საშიში დედა“ (2017) და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ (2013).

ქართული კინოს კლასიკოსები – წარდგენილია – მიხეილ კობახიძის – „მუსიკოსები“ (1969), “ქოლგა” (1967), “ქორწილი” (1964), გიორგი შენგელაიას “ალავერდობა” (1962), გიო მგელაძის “არა, მეგობარო” (1993).

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე – “ნამე” Asian World Film Festival-ის საკონკურსო პროგრამაშია.

Asian World Film Fest

წყარო: http://asianworldfilmfest.org/

 

ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტისთვის მონპელიეში ჯილდო მიიღო.

Mediterranean Fever triumphs at the Cinemed Meetings

წყარო: https://www.cineuropa.org/

 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულმა გამომცემლობა Michael Imhof Verlag-მ გერმანიაში გამოსცა ფოტოალბომი „საქართველო და კავკასია“

Image may contain: mountain, outdoor, nature and text

 სპეციალურად ამ წიგნისათვის ტექსტი დაწერა ქართველმა მწერალმა ვახუშტი კოტეტიშვილმა. წიგნში გაერთიანებულია ფოტოგრაფ იორგ შონერისა და მისი თანაავტორის, ალბრეხტ შულცის მიერ 50 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოები საქართველოზე და კავკასიაზე.

წყარო: https://www.facebook.com

 

ქართული ლიტერატურისა და კულტურის კვირეული ფრაიბურგში გრძელდება

Image may contain: 6 people, people smiling, closeup

26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქართველი ავტორები – ნინო ხარატიშვილი, თათია ნადარეიშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე და ლაშა ბუღაძე აუდიტორიას საკუთარ წიგნებს წარუდგენენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხელნაკეთი თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი – Art-Doll Tbilisi

Image may contain: 1 person, text

გამოიფინება ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები. საქართველო წარმოადგენს ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარს. საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხელოვნებაა. საერთაშორისო ფესტივალი და გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება 2 ნოემბერს, 19:00 საათზე – ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკის – „დაწერე სომხეთში” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Image may contain: 5 people, people smiling, text

11-22 ნოემბერს საერთაშორისო ბანაკში საქართველოს წარადგენს ოთხი ახალგაზრდა მწერალი – გვანცა გუბელაძე, მართა ურუშაძე, ნანა აბულაძე და ანა დარსაველიძე. შეგახსენებთ, რომ ბანაკის ქართველი მენტორი დათო ტურაშვილი იქნება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

3 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე ქუთაისში თეთრი ხიდი გაიხსნება

No automatic alt text available.

ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პერფომანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიებას ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.