fbpx

1-ლი ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ალბერტინას მუზეუმი დამთვალიერებლებს ჰელოუინს ნიკო ფიროსმანის ნახატით  – “დათვი მთვარიან ღამეში” ულოცავს.

Happy Halloween euch allen! 🎃🌃🙆‍♂️Bei uns in der ALBERTINA ist es vor allem in der Ausstellung NIKO PIROSMANI düster…

Gepostet von Albertina Museum am Mittwoch, 31. Oktober 2018

 

ფოტო მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს წარწერით: “ცოტა საშიში და ბნელი, არაჩვეულებრივი და ზუსტი ჰელოუინისთვის”.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება

Image may contain: text

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 1-ლი ნოემბრიდან დამთვალიერებელი გაეცნობა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, კავკასიის ბუნება და ადამიანების ყოფაა ასახული. ასევე ფოტომასალას, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს; წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.

მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან დამთვალიერებელი ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც შეიტყობს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს

ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოება (European Society for Traumatic Stress Studies, ESTSS) არის პროფესიული საზოგადოება, ქოლგა-ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის (ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, ინგლისის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, პორტუგალიის, საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ხორვატიის, ჰოლანდიის) ფსიქოტრავმის კვლევის ნაციონალურ საზოგადოებებს.

ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების მისიაა ფსიქოტრავმატოლოგიის ყველა ასპექტის გარშემო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა კვლევის, პრაქტიკის, პროფესიული ქსელების შექმნისა და ევროპის დონეზე საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანის გზით.

საზოგადოება ორ წელიწადში ერთხელ ატარებს ფსიქოტრავმის დარგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას – ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების კონფერენციას. შემდეგი კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 14-16 ივნისს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში.

ჯანა ჯავახიშვილი მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება საზოგადოების არჩეული პრეზიდენტი, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან გახდება საზოგადოების მოქმედი პრეზიდენტი ორი წლის ვადით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ფსიქოლოგი ევროპული პროფესიული თემის ლიდერი გახდა.

წყარო: https://iliauni.edu.ge/

 

დრამა ბარი წარმოგიდგენთ ომარ გოგიჩაიშვილის პირველ პერსონალურ ფოტოგამოფენას

Image may contain: text

ფოტოები ფილტრების გარეშე ასახავს თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდული ცხოვრების სტილს, ჰედონისტურ სულისკვეთებას, სექსუალურ ენერგიასა და ესთეტიკას. ღამის სურათები და სიზმრები; იმედისა და პროტესტის გამომხატველი ადამიანების ცოცხალი პორტრეტები და პეიზაჟები ნისლში. ფოტოები, რომელთა დიდი ნაწილიც გადაღებულია მზის ამოსვლამდე, ღამით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ ბესო უზნაძის დიდი ფორმატის აბსტრაქტული ნამუშევრების პირველ გამოფენას

Image may contain: outdoor

ბესო უზნაძის არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს – შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება.

2016 წელს ბესო უზნაძემ მისთვის სრულიად ახალ მედიუმს მიმართა. უზნაძის ბოლო ნამუშევრები, რომლებიც გალერეაშია გამოფენილი, დიდი ზომის ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება – სპონტანური, სწრაფი და მსუბუქი აბსტრაქციები. ისევე, როგორც მისი ფოტოგრაფია, ბესო უზნაძის აბსტრაქტული ტილოები ხილულს ხდის უჩინარ კავშირს ნამუშევრებსა და მათ შემქმნელს შორის. ერთი სიტყვით, ფოტოგრაფიასა თუ მხატვრობაში არტისტი ყველაფრისგან თავისუფლდება და საკუთარ შემოქმედებაში იკარგება. გამოფენა 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ახალქალაქის ერთ-ერთ ქუჩას შარლ აზნავურის სახელი მიენიჭა.

ახალქალაქში ერთ–ერთ ქუჩასა და პარკს შარლ აზნავურის სახელი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქში მდებარე ერთ-ერთ პარკსა და ქუჩას მომღერლის, შარლ აზნავურის სახელი მიანიჭა.

წყარო: http://sknews.ge/

 

მსახიობი ნაომი უოთსი “სამეფო კარის თამაშების” პრიქველში მთავარ როლს შეასრულებს.

ამ ეტაპზე უცნობია, ვის როლს მოირგებს ვარსკვლავი, თუმცა წინასწარი ცნობებით, მისი პერსონაჟი ქარიზმატული და დაუნდობელი იქნება.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

თბილისში ბაროკო ფესტივალი 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

Image may contain: text

9 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება. 25 ნოემბერს, პირველად საქართველოში, მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებით და უძველესი ინსტრუმენტით აჟღერდება.

ფოტო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
30 ოქტომბერი დილიდან 

30 ოქტომბერი დილიდან 

30 ოქტომბერი დილიდან 
ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტისთვის მონპელიეში ჯილდო მიიღო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.