fbpx

5 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი – „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება

ნახატის ფასი 500 ათასიდან 700 ათას ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. 

წყარო: http://www.sothebys.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კატინის მუზეუმთან და პოლონურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას „კატინი – დღე განსაკუთრებულად დაიწყო”

Image may contain: text and outdoor

გამოფენა ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას. კატინის ხოცვა-ჟლეტისას დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ტყვე დაიღუპა. ისინი 1940 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД-ს) დანაყოფებმა დახოცეს. ტყვეთა ოჯახის წევრები კი გადაასახლეს. საერთაშორისო საზოგადოება ხანგრძლივად დუმდა  საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ გენოციდზე, მაშინ როცა მასობრივი სიკვდილით დასჯის ისტორია ოკუპირებული პოლონეთისთვის რთული ეტაპის დასაწყისი იყო.

გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს კატინის ისტორია და მნიშვნელობა პოლონელი ხალხის ცხოვრებაში. დამთვალიერებელი გაეცნობა თითოეული დაღუპული გმირის ამბავს. სპეციალურად გამოფენისთვის მომზადდა ვიდეომასალა, სადაც მსხვერპლთა შვილები საუბრობენ მათი თვალით დანახულ ამბებზე. ფილმებსა და ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტეფაქტები, მათ შორის დაღუპულთა პირადი ნივთები.

წყარო: https://www.facebook.com

 

გალერეა “ნექტარი” წარმოგიდგენთ გამოფენას – “ქალაქში დინოზავრები დადიან”.

No automatic alt text available.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ტომ პეროტას „ნარჩენები“ ქართულად გამოსცა

Image may contain: text

რა მოხდა მაშინ, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს სამყაროს 2% გაქრა? ვინ არიან აქ დარჩენილები და რა ბედი ეწიათ მათ? ამ კითხვებს 6 ნოემბერს, 20:00 საათზე ბარ „პოლიტიკაში“ უპასუხებენ. რომანი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა HBO-ს ამავე სახელწოდების უპრეცედენტოდ წარმატებული სერიალის შემდეგ მოიპოვა, მოგვითხრობს გაქრობას გადარჩენილ, მაგრამ მარტოობისთვის განწირულ ადამიანთა გრძნობებზე, ნარჩენებზე, რომელთათვისაც ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე.

წიგნზე მთარგმნელი თამარ სუბელიანი და ლიმერ (ლუკა) გრიგოლია ისაუბრებენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორი ასოციაცია „ქართული ღვინოა”. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი მთელ მსოფლიოში ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებაა.

კონკურსზე შესაძლებელია საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინის წარდგენა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი ენდრიუ ჯეფორდი იქნება.

წყარო: http://www.businesstime.ge/

 

HBO-ს კრიმინალური შოუს, True Detective-ის მესამე სეზონი 2019 წლის 13 იანვარს გამოვა

ახალ სეზონში მოქმედება ოზარკში ვითარდება. შტატის დეტექტივის როლში მაჰერშალა ალია. მის გმირს უიენ ჰეისი ჰქვია და როგორც ტრეილერიდან ჩანს, ბავშვის გატაცებას იძიებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

რიდლი სკოტმა  ხუთი ოსკარის მფლობელი ფილმის, “გლადიატორის” მეორე ნაწილის გადაღება გადაწყვიტა

ისტორიის ეპიცენტრში ამჯერად ლუციუსი იქნება. ფილმში ამ როლს სპენსერ კლარკი თამაშობდა. როგორც რიდლი სკოტი ამბობს, მას სურს ფილმი რაც შეიძლება სწრაფად გადაიღოს, პრემიერა კი სავარაუდოდ 2020 წელს შედგება.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

20th Century Fox-მა ახალი ანიმაციის, Spies in Disguise-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს უილ სმითი და ტომ ჰოლანდი ახმოვანებენ

წყარო: https://www.youtube.com

 

სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულ ენაზე გამოიცა პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამომცემლობა Edition Orient-მა განახორციელა

Image may contain: one or more people and text

 

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების გერმანულენოვან თარგმანზე ჰაინც ფენრიხმა იმუშავა. რაც შეეხება წიგნის ილუსტრაციებს, ის ზურა მჭედლიშვილს ეკუთვნის.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.