2018 წლის ყველაზე მეტად და ნაკლებად სტრესული პროფესიები
ავტორი: თეა სხიერელი
2018 წლის ყველაზე სტრესული პროფესიები
- სამხედრო პერსონალი, სტრესის ქულა 72.47 (საშუალო ხელფასი $ 26,051)
- მეხანძრე, სტრესის ქულა 72.43 (საშუალო ხელფასი $ 48,030)
- ავიაკომპანიის პილოტი, სტრესის ქულა 62.07 (საშუალო ხელფასი $ 105,270)
- პოლიციელი, სტრესის ქულა 51.97 (საშუალო ხელფასი $ 61,600)
- ღონისძიებების მენეჯერი, სტრესის ქულა 51.15 (საშუალო ხელფასი $ 47,350)
- გაზეთის რეპორტიორი, სტრესის ქულა 49.906 ( საშუალო ხელფასი $ 42,200)
- ტელეწამყვანი, სტრესის ქულა 49.837 (საშუალო ხელფასი $ 56,680)
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სტრესის დონე 49.448 (საშუალო ხელფასი $ 107,320)
- კორპორაციულ ურთიერთობათა მენეჯერი, სტრესის დონე 48.71 (საშუალო ხელფასი $ 181,210)
- ტაქსის მძღოლი, სტრესის დონე 48.11 (საშუალო ხელფასი $ 24,300)
2018 წლის ყველაზე ნაკლებად სტრესული პროფესიები
- ექოსკოპისტი, სტრესის დონე 5.07 (საშუალო ხელფასი: $ 65,620)
- თმის სტილისტი, სტრესის დონე 6.72 (საშუალო ხელფასი $ 24,900)
- ოტოლარინგოლოგი, სტრესის დონე 7.28 (საშუალო ხელფასი $ 75,980)
- უნივერსიტეტის პროფესორი, სტრესის დონე 8.42 (საშუალო ხელფასი $ 75,430)
- სამედიცინო ჩანაწერების სპეციალისტი, სტრესის დონე 8.52 (საშუალო ხელფასი $ 39,180)
- შესაბამისობის თანამშრომელი, სტრესის დონე 5.76 (საშუალო ხელფასი $ 67,870)
- იუველირი, სტრესის დონე 9.00 (საშუალო ხელფასი $ 37,960)
- აფთიაქარი, სტრესის დონე 9.19 (საშუალო ხელფასი $ 31,750)
- ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსი, სტრესის დონე 9.09 (საშუალო ხელფასი $ 79,200)
- კლინიკური ლაბორატორიის ლაბორანტი, სტრესის დონე 10.00 (საშუალო ხელფასი $ 50,930)
რეიტინგი დასაქმების ყველაზე დიდი პორტალის CareerCast-ის მიერაა მომზადებული.
ანგარიშში ჩამოთვლილია 2018 წლის ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად დაძაბული პროფესიები სტრესის გამომწვევი 11 კრიტერიუმის მიხედვით, დაწყებული ფიზიკური საფრთხით და დამთავრებული ფსიქოლოგიური სტრესით:
- ხშირი მივლინება, 0-10
- ზრდის პოტენციალი, 0-12
- ფიზიკური სამუშაო, 0-14
- სამუშაო პირობები, 0-13
- სამუშაო ადგილას შექმნილი საშიშროება, 0-5
- საზოგადოებასთან კომუნიკაცია, 0-8
- მძაფრი კონკურენცია, 0-15
- სიკვდილიანობის რისკი, 0-8
- სხვისი სიცოცხლის რისკი, 0-10
- ვადები, 0-9
- მუშაობა პუბლიკის თვალწინ, 0-5
მეხანძრე, პოლიციელი, სამხედრო და პილოტი – 2018 წლის ოთხი ყველაზე სტრესული სამუშაო პროფესიაა, რომელიც საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული.
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობის პროფესიებია, მათთვის მუდმივი სტრესის მიზეზია საჯარო გამოსვლები. თუ დავამატებთ მკაცრად განსაზღვრულ და რეგულარულ დედლაინებს, დროის ქრონიკულ დეფიციტს, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორების, ტელეწამყვანების, ჟურნალისტების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების მარადიული პრობლემაა, გასაგები ხდება, რატომ ითვლება ეს საქმიანობები მაღალი სტრესის მქონე პროფესიებად.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით ჩანს, რომ ამერიკელები ამჟამად უფრო მეტ სტრესს განიცდიან, ვიდრე წინა ათწლეულებში. შესაბამისად, სტრესის შემცირება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.