fbpx

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ


გააზიარე სტატია

 

ტაივანურმა კომპანია Orwellian-მა მომხმარებელს ჭკვიანი სარკე – HiMirror Mini Premium წარუდგინა, რომელიც მაღალი ხარისხის კამერითა და LCD სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი.

მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს პიგმენტაციის, კანის ლაქების, ხორკლიანობის, თვალებქვეშა სიშავის, ნაოჭების მდგომარეობას და კანის სხვა პრობლემებს, მომხმარებელს კი მისთვის საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს.

 

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა არ მოიწყინოს, HiMirror Mini Premium-ს მუსიკის ჩართვაც შეუძლია, რისთვისაც Spotify-ს სერვისს უკავშირდება.

 

 

ტექნოლოგიას მომხმარებლის კანის მდგომარეობის მონაცემების შენახვა, მისი ცვლილების დინამიკის ანალიზი და მონიტორინგის შედეგების სოციალურ ქსელებში თუ სხვა ვებპლატფორმებზე გაზიარება შეუძლია.

HiMirror Mini Premium 259 ევრო ღირს.

 


რეკომენდებული სტატიები
დასაკეცი სკუტერი თანამედროვე ქალაქისთვის

დასაკეცი სკუტერი თანამედროვე ქალაქისთვის

დასაკეცი სკუტერი თანამედროვე ქალაქისთვის
გერმანულმა სტარტაპმა UrmO-მ პროექტში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბაზარზე წარმოადგინა სკუტერის დასაკეცი, კომპაქტური მოდელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.