fbpx

The Matrix-ის ფსიქოდელიური მწვანე კოდი უბრალოდ სუშის რეცეპტებია


გააზიარე სტატია

ფოტო: Flickr, Tony Werman

 

ფილმ The Matrix-ის (1999) პირველი რამდენიმე წუთი დამაბნეველი და დამაინტრიგებელია: ზემოდან მწვანე სიმბოლოების ნაკადი მოედინება და შემდეგ ეკრანს ავსებს. ერთი შეხედვით ეს სიმბოლოები ამოუხსნელ კოდს ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ისინი იაპონური ანბანის – ჰირაგანას, კატაკანასა და კანჯის – ასოების უწესრიგო ნარევია.

ფილმის რეჟისორებმა, ვაჩოვსკებმა, The Matrix-ის სერიების ყველა მომდევნო ფილმი ამ კადრით დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მწვანე ტექნო-წვიმა სერიის გადამწყვეტი ვიზუალური ატრიბუტია.

 

 

მათთვის, ვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ კადრის მნიშვნელობის გაგება გვინდოდა, პასუხი მაქვს: როგორც აღმოჩნდა, გვეხუმრნენ.

კოდი საიმონ უაითლმა, ფილმის პროდუქციის დიზაინერმა შექმნა. CNet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უაითლმა გაამხილა, რომ მისტიური კოდის წყარო, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი იაპონელი ცოლის რეცეპტების წიგნები – და მათში ნაპოვნი სუშის რეცეპტები – იყო.

„მინდა ყველას ვუთხრა, რომ The Matrix-ის კოდი იაპონური სუშის რეცეპტებისგანაა შექმნილი“, – უთხრა უაითლიმ გამოცემას, – „ამ კოდის გარეშე „მატრიცა“ არ არსებობს“.

საიმონ უაითლის, ასევე, “პატარა გოჭ ბეიბზე“ (1995) და „LEGO – ფილმზე“ (2014) აქვს ნამუშევარი.

 

ფოტო: Flickr, stu_spivack

 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს უცნაური კოდი, რომლის გაშიფვრაზეც ალბათ უამრავმა ნერდმა დიდი დრო დახარჯა, სხვა არაფერია, თუ არა სუშის რეცეპტები! მადლობა ამ საიდუმლოს გამხელისთვის. უეჭველია, რომ ამ სიახლის შემდეგ ფილმის ზოგიერთი ფანი თითოეული კადრიდან რეცეპტების ამოღებას შეეცდება. მინდა, ყველას, ვინც ამ საქმეს შეეჭიდება, წარმატება ვუსურვო.

კიდევ ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ უაითლი ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი კადრის არქიტექტორი იყო, ფილმის ტიტრებში ის მოხსენიებული არაა.

ეს დიდი უსამართლობაა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.