fbpx

„კირკე“ – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა პროექტების მიღებას აცხადებს


გააზიარე სტატია

Image may contain: 1 person, dancing and standing

 

“კირკე” – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა აცხადებს საშემსრულებლო ხელოვნების პროექტების მიღებას.

პლატფორმა იწყებს ახალ ინიციატივას და საშუალებას აძლევს ქართველ არტისტებს, პერფორმერებს, წარმოადგინონ თავიანთი პროექტები “კირკეს” მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.

პროექტი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ცეკვის პერფორმანსს და უნდა იყოს შექმნილი ადგილობრივი არტისტებისა და პერფორმერების მიერ. შინაარსობრივი მხარე არ არის შეზღუდული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე მონაწილეებმა სავალდებულოა გამოაგზავნონ განაცხადი პროექტის სახით (კონცეფცია, ქორეოგრაფიის დეტალური აღწერა, შესრულების გეგმა და ვადები, ბიუჯეტი). ასევე, პროექტში მონაწილე პირების რეზიუმეები. პერფორმანსის ხანგრძლივობა უნდა იყოს 00:45-დან მაქსიმუმ 1:20 წუთამდე.

მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს კი ექნებათ 1 თვე, რომ მოამზადონ პროექტის ამსახველი მინიმალური ვიზუალური მასალა (ფოტო/ვიდეო).

 

განცხადების მიღების ვადები:

1-ლი ეტაპი – 15 დეკემბერი, 2018

მე-2 ეტაპი – 31 იანვარი, 2019

გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება პლატფორმის მიერ და განხორციელდება 2019 წლის პროგრამის ფარგლებში, მოწვეულ პერფორმერებთან ერთად, საერთო ღონისძიების სახით.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ ახალი პროექტები, რომლებიც პირველად შესრულდება პლატფორმა “კირკეს” ფარგლებში. პრიორიტეტი მიენიჭება ექსპერიმენტულ პროექტებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პროექტი (1 PDF ფორმატის დოკუმენტი) მისამართზე: [email protected], არა უგვიანეს 15 დეკემბრისა. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: CALL FOR Performing arts projects.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.