fbpx

პირველი მსოფლიო ომის კადრების გამაოგნებლად რეალისტური რესტავრაცია


გააზიარე სტატია

Image result for peter jackson on 'they shall not grow old'



პირველი მსოფლიო ომის ეს კადრები დამუშავებულია და  გვიჩვენებს მაშინდელ რეალობას ზუსტად ისე, როგორც ამას ეს ჯარისკაცები ხედავდნენ. პიტერ ჯექსონმა შეანელა და გააფერადა ისტორიული კადრები და გასახმოვანებლად ვეტერანების ხმა გამოიყენა თავისი ფილმისთვის – „ისინი არ უნდა დაბერდნენ“.

პიტერ ჯექსონი:

“ვიფიქრე, რომ აქამდე არავის უფიქრია ამ ფირების ხელში აღება და სათანადოდ რესტავრაციის შესაძლებლობების განხილვა. ამიტომ მე გამოვითხოვე 4-წუთიანი მასალა, ფირიდან დასკანერებული, და როცა ვნახე,  თუ რამდენად კარგად გამოიყურებოდა ეს კადრები, გაოგნებული დავრჩი.

აღდგენილი კადრების ყურებისას პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს ხალხია, მათი ადამიანურობა – ისინი უცებ ნამდვილი ადამიანები ხდებიან და არა ჩარლი ჩაპლინის სტილში აჩქარებული მცმუკავი ფიგურები. ისინი უკვე ნამდვილი ხალხია, მთელი თავისი ნიუანსებით, ხორციელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებებით.”

 

Peter Jackson On 'They Shall Not Grow Old'

Peter Jackson's new documentary shows the Great War "as its never been seen before": https://www.forces.net/news/remastering-ww1-footage-new-film

Gepostet von Forces News am Donnerstag, 11. Oktober 2018

 

“უმეტესობას გვყავდა ოჯახის წევრი, რომელიც ამ ომში მონაწილეობდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ – ჩვენი დიდი ბაბუები, დიდი ბიძები, და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ერთი წამით შევყოვნდეთ და მართლა დავფიქრდეთ მათზე, რადგან ისინი ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ჩვენი ნაწილი და ჩვენ მათ დნმ-ს ვატარებთ. ეს იქნება პაუზა  თანამედროვე ცხოვრებაში და ჩვენი წამიერი საფიქრალი იმაზე, თუ რისი გავლა მოუწიათ მათ”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.