15 ნოემბერი დილიდან
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “8 წუთი” ინდოეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა
ეს “8 წუთის” მეშვიდე გამარჯვებაა უცხოურ ფესტივალებზე, რომელთაგან ყველაზე გლობალური – მანჰეტენის კინოფესტივალია.
წყარო: http://cinemania.adjara.com/
ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, სადაც ZARA-ს, MANGO-სა და Bershka-ს ბრენდების ჯინსის პროდუქცია იკერება
საწარმოში 104 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული და როგორც დამფუძნებლები ამბობენ, თანამშრომელთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება.
წყარო: https://www.marketer.ge/
მესტიაში პირველი თოვლი მოვიდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 15 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა -2°-დან – 3°-მდე იქნება, 16 ნოემბერს კი -1° -დან 6°-მდე.
წყარო: https://www.facebook.com/
ჟენევაში გამართულ აუქციონზე იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ თანხად, 50.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
წყარო: https://www.bbc.com/
თემურ ჩხეიძეს ტოვსტონოგოვის სახელობის სპეციალურად დამზადებული ჯილდო გადასცეს
18 ნოემბერს რეჟისორ თემურ ჩხეიძეს 75 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიდ მაესტროსთან შეხვედრა შედგა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სცენაზე ერთმანეთს მისი მეგობრები, კოლეგები და მოწაფეები ენაცვლებოდნენ. თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა თემურ ჩხეიძეს მისთვის სპეციალურად დამზადებული გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის ჯილდო გადასცა.
თბილისის თეატრებს შორის მოზარდმაყურებელი პირველი იყო, სადაც ბატონმა თემურმა 1967-1970 წლებში არაერთი სპექტაკლი დადგა, მათ შორის პირველი ნამუშევარი – „რომეო და ჯულიეტა წყვდიადში“.
წყარო: https://www.facebook.com/
მთაწმინდის პარკი ოთხი სეზონის ყველის და ცხელი სასმელების დღეს გთავაზობთ
პირველ დეკემბერს ზამთარს მივესალმებით და სიცივეს ცხელი სასმელებით, შემწვარი ყველით და მთაწმინდის პარკის სითბოთი დავხვდებით. ადგილზე შეძლებთ დაესწროთ არყის გამოხდას, ფონდიუს ტიპის მდნარი ყველის პრეზენტაციას, ხაჭაპურის და ჭვიშტარის მასტერკლასებს.
წყარო: https://www.facebook.com/
24 ნოემბერს “რესპუბლიკა” წარმოგიდგენთ ყველასთვის ცნობილ და ექსპრესიულ ფლამენკო შოუს – “4 ქალი”
Gepostet von Republic • რესპუბლიკა am Montag, 12. November 2018
შოუს ასრულებს მანუელ რამირეზის ბალეტი. ფლამენკო არის ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი, რომელიც ესპანური, ბოშური და არაბული ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით.
ფლამენკო იუნესკოს მიერ აღიარებულია როგორც კაცობრიობის არამატერიალური და ზეპირი მემკვიდრეობის ერთ-ერთი შედევრი.
წყარო: https://www.facebook.com/
შოკოლადის ფესტივალი 9 დეკემბერს ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადდება ცხელი შოკოლადი და, რა თქმა უნდა, შოკოლადის შადრევანი.
წყარო: https://www.facebook.com
ჯენიფერ ენისტონი ენ ფლეტჩერის კომედიურ ფილმში – Dumplin მთავარ როლს ასრულებს
ისტორია დედა-შვილის ურთიერთობაზე გვიყვება. ენისტონი ფილმში სილამაზის ყოფილი დედოფლის როლს ასრულებს, რომლის შვილიც სწრაფი კვების ობიექტში მიმტანად იწყებს მუშაობას.
წყარო: https://www.youtube.com/
საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” ქართველი ფეხბურთელით, გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური სპორტული გამოცემა ავრცელებს.
წყარო: https://www.sport.es/