fbpx

16 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

17-18 ნოემბერს  მწვანე ფესტივალი მეოთხედ გაიმართება და ის ქალაქსა და მისი სხვადასხვა ასპექტის ანალიზს მიეძღვნება

No automatic alt text available.

მწვანე ფესტის არსი ჩვენს საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი დისკურსების წამოჭრა, კრიტიკა, ანალიზი და გამოსავალზე მსჯელობაა. თბილისში არსებული მძიმე ურბანული მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ საკითხების გაანალიზება. ასევე გადამწყვეტია ურბან აქტივიზმის გაძლიერება, რათა მოქალაქეები მეტად ინფორმირებულები და ჩართულები იყვნენ გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა

Image may contain: one or more people, text and outdoor

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და Institut Français de Géorgie-ს ხელშეწყობით, საქართველოს მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 30 ნოემბერს მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველებისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

გიგიშა აბაშიძის ფილმი – “მეზობლები” თბილისის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

თბილისის  მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და ქართულ პანორამაში გამოვლინდება.

ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი.

საკონკურსო ფილმებს ხუთი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის ოფიციალურ პრიზებს გადასცემს. წლევანდელ კონკურსში მოანაწილეობს ქართველი რეჟისორის, გიგიშა აბაშიძის ფილმი – “მეზობლები”.

წყარო: https://www.youtube.com/

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნა

ღონისძიების ფარგლებში გამოფენა „ლატვიის საუკუნე“ და ტრიოს – “სამი ლატვიელი ტენორი“ კონცერტი გაიმართა. გამოფენა “ლატვიის საუკუნე” უნიკალური პროექტია, რომელიც ლატვიის ბოლო 100 წლის ისტორიას ასახავს. პროექტზე ლატვიის 60-ზე მეტმა მუზეუმმა იმუშავა.

ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge

 

დევიდ ლინჩმა თავისი 13-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაავრცელა

ვიდეორგოლი Youtube-ზე Sacred Bones Record-ის არხზე გამოქვეყნდა. 13-წუთიანი ფილმის სახელწოდებაა Ant Head. მისი პრემიერა  ლოს-ანჯელესში, Festival of Disruption-ის ფესტივალზე ოქტომბერში გაიმართა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოსაჩენად “პრემია იკა” დაარსდება

2018 წლის 18 ნოემბერს ოფიციალურად დაარსდება ახალი პრემია კულტურის დარგში – “პრემია იკა”, რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა.

“იკა“ ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, კონკურსებისგან განსხვავებით, ის თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოებს მათ.

IKA Award ეს არის: ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია; ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება; ახალი თანამედროვე კულტურული პლატფორმა.  

პრემიის მიზნებია: ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა; ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია; გამარჯვებული ნომინანტებისთვის შემდგომ საქმიანობაში ხელშეწყობა.

 

ფიცუილიამის მუზეუმის მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ორი ქანდაკების – “როტშილდის ბრინჯაოების“ – ავტორი მიქელანჯელოა

დეტალებს შორის მნიშვნელოვანია ავტორისთვის სახასიათო ტერფი – მოკლე ცერა და გრძელი საჩვენებელი თითით. მკვლევრები აღნიშნულ ქანდაკებას რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

16 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ იმ ფილმებს, რომლებმაც ბოლო წლებში მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღეს. უკრაინის მაშტაბით სულ ნაჩვენები იქნება შვიდი ახალი ქართული ფილმი: „აღსარება“, „ნამე“, „ხიბულა“, „ექვთიმე“, „გრძელი ნათელი დღეები“, „სიმინდის კუნძული“ და „მოირა“.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.