fbpx

ქუთაისის ქართული კინოს ფორუმი და ახალი ქართული ფილმები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

16-19 ნოემბერს ქუთაისში მეორე ქართული კინოს ფორუმი ტარდება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს.

კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახან დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა. რამდენიმე დღის განმავლობაში  ქუთაისი კინომოყვარულთა ეპიცენტრად იქცევა, რადგან იქ თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.

კინოფორუმი 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრსაქართველოშიცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტის, თეატრისა და კინოს რეჟისორისრეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურდოკუმენტური ფილმის – “ჰარიჰარალე, დედაო!” ჩვენებით გაიხსნება. ფილმის ავტორი ლევან გაბრიაძეა.

ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში სულ 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:

 

აღლუმი“ (რეჟისორინინო ჟვანია)

 

ჰორიზონტი“ (რეჟისორითინათინ ყაჯრიშვილი)

 

ურსუსი“ (რეჟისორიოთარ შამათავა)

 

მეზობლები“ (რეჟისორიგიგიშა აბაშიძე)

 

სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორიმარი გულბიანი)

 

სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ქუთაისი კინოფორუმზე დამსწრე საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამასაც შესთავაზებს, რომელიც 17 და 18 ნოემბერს გაიმართება.

 

„ახალი წელი“, რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე

 

„დასასრულის დასაწყისი“, რეჟისორი: გიორგი ქასრაშვილი

 

„დელეგმა“, რეჟისორი: ანა კვიჭიძე

 

„თევზაობა“, რეჟისორი: თორნიკე ბზიავა

 

„კახეთის მატარებელი“, რეჟისორი: ლალი კიკნაველიძე

 

„მეთევზე და გოგონა“, რეჟისორი: მამუკა ტყეშელაშვილი

 

„ნოემბერი“, რეჟისორი: გიორგი გეთიაშვილი

 

“საშლელი“, რეჟისორი: დათა ფირცხალავა

 

„ღამის მორიგე“, რეჟისორები: გიგი ჯანაშია, ნატო გაბუნია

 

„ცუდი ხალხი“, რეჟისორი: გიორგი თავართქილაძე

 

„ცხოველი“, რეჟისორი: ამირან დოლიძე

 

კინოჩვენებების პარალელურად  კინოკრიტიკოსებისა და კინობლოგერებისთვის ჩატარდება  ვორქშოპი, რომელსაც  ევროკავშირის პროგრამა – „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოშიგაუწევს ორგანიზებას. ვორქშოპს  სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორივლადან პეტკოვჩი გაუძღვება.

წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი დაბადება სწორედ ქუთაისს უკავშირდება: ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ფილმების შექმნა ბაქოში 1908 წელს დაიწყო. სამწუხაროდ ეს ფილმები შემორჩენილი არ არის, თუმცა ცნობილია მათი სათაურები და ქრონომეტრაჟი, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება.

 

მოგვიანებით, 1912 წელს, ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმიაკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭალეჩხუმში”, რომელიც ქართული კინოს საეტაპო და ერთერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.