fbpx

რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა


გააზიარე სტატია

 

რუსი მხატვრის, ვასილი შულჟენკოს ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს. მისი შემოქმედებისადმი დამოკიდებულება მრავალმხრივია: ზოგს ჰქონია, რომ არტისტს კარგად ესმის „რუსული სულის“ და უყვარს საკუთარი ხალხი, შესაბამისად, პატივს სცემენ მის შემოქმედებას.

თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ შულჟენკოს სძულს რუსი ადამიანი, საკუთარი ქვეყანა, რის გამოც მას „რუსოფობსაც“ ეძახიან.

აქედან გამომდინარე, რუსეთში მისი გამოფენები იშვიათად იმართება, მხატვრის ნამუშევრები უფრო ხშირად საზღვარგარეთ იფინება და იყიდება.  

 

 

ვასილი შულჟენკო 1949 წელს მოსკოვში დაიბადა. 1973 წელს მოსკოვის პოლიგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა. ჟანრს, რომელშიც მუშაობს, „თავისუფალი ფანტაზიით ნასაზრდოებ ფიგურატიულ ხელოვნებას“ უწოდებს.

 

 

„მოსკოვისა და სხვა დიდი ქალაქების მცხოვრებლები ინტელიგენტების ნიღბის ქვეშ ვიმალებით, თვალებს ვხუჭავთ და გავურბივართ ნამდვილი რუსეთის რეალურ ყოფას: ალკოჰოლიზმის პრობლემას, უპერსპექტივობას, სიცივესა და შიმშილს რეგიონებში, ვემალებით და ზურგს ვაქცევთ მძიმე ცხოვრებით ტრამვირებულ ადამიანებს“, – წერს ერთ-ერთ ინტერვიუში შულჟენკო.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.