fbpx

19 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თორნიკე გოგრიჭიანის პირველმა ფილმმა “ანდრო” გრანპრი მიიღო

Image may contain: 1 person, closeup

Troyes Festival du Court Métrage – ასე ჰქვია ფესტივალს, სადაც მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ანდრო” გრანპრი მიიღო.

ფილმის სიუჟეტი პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები, უმუშევარი არქიტექტორის, ანდროს შესახებ გვიყვება, რომელიც ცდილობს ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს. გაავსებს მანქანას ოჯახიდან გადაყრილი გამოუსადეგარი ნივთებით და გაემგზავრება თურქეთისკენ სავაჭროდ, თან მცირეწლოვანი შვილიც ახლავს. მამა-შვილი საზღვრიდან დაიმგზავრებს თურქ თანერს, ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება მათთვის.

ფილმისთვის ეს მეორე გამარჯვებაა, “ანდრომ” აქამდე თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

მიკი მაუსის გამოსახულებით 7 პლაკატი აუქციონზე იყიდება

ET's dualpane (60)

ვაჭრობას სოტბის სააუქციონო სახლი „უოლტ დისნეის“ პირველი მულტფილმის ეკრანებზე გამოსვლის 90 წლის იუბილეს უძღვნის.

წყარო: https://economictimes.indiatimes.com/

 

YouTube-მა უფასო ფილმების ჩვენება დაიწყო

Google And Youtube

ვიდეოპორტალის ეს გადაწყვეტილება იმ ფილმებზე ვრცელდება, რომლებსაც სარეკლამო მხარდაჭერა აქვს. იუთუბმა ახალი სერვისი ოქტომბერში აამოქმედა და ისეთი ფილმები განათავსა, როგორებიცაა The Terminator, Legally Blonde და Rocky. 

წყარო: https://techcrunch.com

 

ბრიტანული The Good, the Bad & the Queen კომპოზიცია Lady Boston-ზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ: ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Geo Folk Tour-მა ირლანდიური ჯგუფის, U2-ს სიმღერის – I Still Haven’t Found What I’m Looking For ფოლკლორული ვერსია გაავრცელა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ამერიკის კინოაკადემია ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ფორმატს ცვლის

On their way into the Academy's second-biggest ceremony of the year, celebrities will still pose for photos, but will not grant on-camera interviews.

წითელ ხალიჩაზე გავლის დრო მცირდება და შეიზღუდება ფოტოგადაღებაც. ამასთან,  ცერემონიის დაწყებამდე მსახიობები ტრადიციულ ინტერვიუებს მედიას აღარ მისცემენ. ორგანიზატორების თქმით, ფორმატი კალიფორნიაში ხანძრის გამო შეიცვალა. თუმცა, თავად ცერემონია და სადღესასწაულო ვახშამი ძველი გეგმით ჩატარდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

20 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალტერნატიული კინოკლუბი წარმოგიდგენთ კინოჩვენებას – მატეო გარონეს ახალ ფილმს – “დოგმენი”.

Image may contain: one or more people

წყარო: https://www.facebook.com/

 

26 ნოემბერს გაიმართება სალონური შეხვედრა გელა ჩარკვიანთან

ტრადიციციულ საღამოებზე სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, დატვირთული დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს; მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ქეუ მეფარიშვილის გამოფენას – “მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როცა შენ აქ ხარ, სადაც არასდროს ყოფილხარ, იქ არც მე მიარსებია”

No automatic alt text available.

გლდანის მერვე მიკრორაიონში ერთმანეთის მსგავსი კორპუსები დგას. თითქმის იდენტური კორპუსები მცხოვრებლებისთვის თანაბარ საარსებო სივრცეს ქმნის. ამ მოცემულობაში ადამიანი პარტიზანულად მოქმედებს. ეს მარტივი, ბუნებრივი ინსტინქტია იმის მოსაპოვებლად, რაც არ ერგო ან არ ეყო. ადამიანი საკუთარ მითოლოგიას ქმნის და არქიტექტურისთვის ალტერნატიული ფორმის მინიჭებას ცდილობს. აშენებს საკუთარ ტერიტორიას, ზრდის ძველს, საკუთარ ტანზე ირგებს და ამ მარტივი მოქმედებით  ქაოსური ელემენტი შეაქვს არსებულ “ურბანულ წესრიგში.”

ეს არაკანონზომიერი, უხეში ჩარევაა, ინერცია უსაზღვრო თავისუფლებისკენ, რომელიც ადამიანს მის ბუნებრივ საწყისებთან აბრუნებს. შედეგად იქმნება უკანონო ტერიტორია, რომელიც, ერთი მხრივ, ურბანული კოლაფსის, მეორე მხრივ, მცხოვრების შეუზღუდავი თავისუფალი ნების სიმბოლოა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.