fbpx

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის


გააზიარე სტატია

 

კონტექსტი: რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ზოგიერთ პროფესიას აზრი ეკარგება. ეს განვითარების ბუნებრივი პროცესია. ავტომატიზაციის შედეგების აღსაქმელად მხოლოდ ავტოინდუსტრიის მაგალითიც კმარა. ზოგიერთ საქმეს რობოტები უფრო ეფექტიანად ასრულებენ, ვიდრე ადამიანები.

 

 

იმ პროფესიათა უმეტესობა, რომლებსაც კომპიუტერები ან რობოტები ანაცვლებენ, ისეთ საქმეს გულისხმობს, რომელსაც საშუალო განათლება სჭირდება. თუმცა ახლა, როცა კომპიუტერული ალგორითმები უფრო და უფრო იხვეწება, ეს ტალღა იმ პოზიციებსაც შეიძლება მისწვდეს, რომელთა დასაკავებლადაც უმაღლესი  განათლებაა საჭირო.

LawGeex-ის ახალ კვლევაში ხელოვნური ინტელექტი ოც იურისტს შეაჯიბრეს, რათა ენახათ, თუ როგორ გაართმევდა თავს ის სახელშეკრულებო სამართალს. თითოეულ იურისტსა და LawGeex-ის ხელოვნურ ინტელექტს რისკების შესაფასებლად გაუხმაურებლობის შეთანხმებები მისცეს. ადამიანებს მათ გასაანალიზებლად ოთხი საათი ჰქონდათ. შედეგები გასაოცარი იყო.

იურისტებს დავალების შესასრულებლად საშუალოდ 92 წუთი დასჭირდათ, მათი სიზუსტის დონე კი საშუალოდ 85% იყო. რაც შეეხება LawGeex-ს, მან ხუთივე ხელშეკრულების გადახედვაში მხოლოდ 26 წამი დახარჯა, 94%-იანი სიზუსტის დონით. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით ხელოვნური ინტელექტი ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე იურისტს გაუთანაბრდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე იურისტები არც პირველკურსელი სტუდენტები იყვნენ და არც გამოუცდელი ახალკურსდამთავრებულები. ჯგუფი იურიდიული ფირმების თანამშრომლებისგან, დამოუკიდებელი და კორპორაციული ადვოკატებისა და იურისტებისგან დაკომპლექტდა.

ზოგ მათგანს ისეთ იურიდიულ ფირმაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, როგორიცაა „გოლდმან საქსი“, „სისკო“, „ელსთონ & ბერდი“ და „ქეი & ელ გეითსი“. ყველა იურისტი ამ ფირმებში ხელშეკრულებების ანალიზს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა.

ტესტების სიზუსტე „სტენფორდის“, „დიუკისა“ და „USC-ის სამართლის სკოლის“ სამართლის პროფესორებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა პანელმა შეაფასა. „იმის შანსი, რომ შედეგები შემთხვევითობითაა განპირობებული, 0.7%-ზე ნაკლებია“, – აღნიშნულია კვლევაში.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ემუქრებათ იურისტებს ჩანაცვლების საფრთხე? სავარაუდოდ, არა, სულ ცოტა იმ სფეროში მაინც, რაც არგუმენტირებას გულისხმობს. თუმცა, ზოგიერთი იურისტისა და პარალეგალის საქმიანობა ძირითადად ხელშეკრულებების ანალიზს მოიცავს.

LawGeex-ის ხელოვნური ინტელექტის მსგავსმა კომპიუტერულმა ალგორითმებმა შესაძლოა, მათი პოზიცია ჩაანაცვლონ. თუმცა, ეს ცუდი სიახლე შეიძლება სულაც არ იყოს: ასეთ თანამშრომლებს, წესით, ისეთი უნარები აქვთ, რომელთა გამოყენებაც უფრო რთულ სფეროებშია შესაძლებელი.

ამ სიახლემ სავარაუდოდ, მომხმარებლებისთვის სამართლებრივი სერვისების ფასიც უნდა შეამციროს. როცა რუტინულ სამუშაოს კომპიუტერი შეასრულებს, იურისტები თავიანთ დროს უფრო ეფექტიანად გამოიყენებენ, შემცირებული დრო კი კლიენტს ხარჯებს შეუმცირებს. აჰ, მაგრამ ისე ვის ვატყუებთ? იურისტები კლიენტებს ხარჯებს შეუმცირებენ? ამაზე ფსონს არ დავდებდი.



ფოტოები: LawGeex

ავტორი: ქალ ჯეფრი

ორიგინალი: https://techspot.com


რეკომენდებული სტატიები
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ
უსაფრთხოების ამ ახალ პროექტში ხელოვნური ინტელექტი იქნება ჩართული და მას 2020 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.