21 ნოემბერი დილიდან
ინგლისის ერთ-ერთმა საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ძვირად ღირებული სამოსის ჩაცმა აუკრძალა
სკოლა ასე ცდილობს, ნაკლებად შესამჩნევი და მტკივნეული გახადოს უთანასწორობა მდიდარ და ღარიბ მოსწავლეებს შორის. საუბარია კანადური ბრენდების, Goose-ის და Moncler-ის ქურთუკებზე, რომლებიც დაახლოებით 1200 აშშ დოლარი ღირს.
წყარო: https://edition.cnn.com/
კოპენჰაგენში, კინოფესტივალ East by Southeast-ის ფარგლებში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და Danish Film Institute-ის ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა ქართული ფილმის – “ნამეს” ჩვენება
ფილმის დაწყებამდე შეკრებილ მაყურებელს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ კულტურაში კინემატოგრაფიის როლზე.
წყარო: https://www.facebook.com
ნახეთ ვიდეო: იაპონელები ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასზე საქართველოს ჰიმნით ესალმებიან.
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში იმართება.
წყარო: https://www.youtube.com/
ალექსანდრე ქორიძის დოკუმენტურმა ფილმმა “დაწესებულება #16” ყირგიზეთში, კინოფესტივალ “ბირ დუინოზე” გაიმარჯვა ნომინაციაში “კანონის უზენაესობა”.
კინოფესტივალის მთავარი თემა ადამიანის უფლებებია.
წყარო: https://rus.azattyk.org/
ნახეთ პირველი კადრები სოსო ბლიაძის ფილმის – “ოთარის სიკვდილის” გადასაღები მოედნიდან
გადაღებები ახლახან დასრულდა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა დედის – ქეთის შესახებ, რომელმაც 24 საათში უნდა მოასწროს დიდი თანხის შოვნა, რათა საკუთარი შვილი – 16 წლის ნიკა დაიხსნას ციხეში მოხვედრისგან.
წყარო: https://www.facebook.com/
22 ნოემბერს გაიმართება არტარეას ლექციების სერიის – „ქართულად” მეხუთე შეხვედრა მთარგმნელებთან – ლელა დუმბაძესა და ხათუნა ცხადაძესთან – თემაზე “რა არ ითარგმნება ქართულად? ქართულად თარგმნის თავისებურებები”.
წყარო: https://www.facebook.com
21 ნოემბერს, 19:00 საათზე ვაკის მედიათეკა გიწვევთ ხალიდ ჰოსეინის ახალი წიგნის წარდგენაზე
ხალიდ ჰოსეინს „ზღვას ვევედრების“ დაწერა სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო. ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი შეეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა. წიგნი ეძღვნება ომსა და ეთნიკურ დევნას გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს, რომლებიც ზღვამ იმსხვერპლა.
წყარო: https://www.facebook.com/
პომპეიში არქეოლოგებმა ეროტიკული რომაული ფრესკა იპოვეს
მიიჩნევა, რომ ფრესკა უძველეს ქალაქში, მდიდარი ადამიანის სახლის საძინებელში ეკიდა. ქალაქი პომპეი ახალი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა, თუმცა სხვადასხვა არტეფაქტებს დღემდე პოულობენ.
წყარო: https://www.bbc.com