fbpx

22 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

სასტუმრო “სტამბამ” ლონდონში გამართულ კონკურსზე წლის საუკეთესო კონცეპტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights ჩატარდება

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნესისტორიები, რომლებსაც  მარცხი და იმედგაცრუება მოჰყვა, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც შეწყდა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს!

Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ფიგურული სრიალის როსტელკომის თასი 2018-ის ფარგლებში, გრანპრის მეხუთე ეტაპზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე მორის ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მეგრულ და აფხაზურ აჯიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ანთროპოლოგიაში თამთა ხალვაში ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციის (AAA) ყოველწლიურ კონფერენციაზე  პოსტსაბჭოთა კვლევების კავშირის საბჭომ საპატიო წოდებით დააჯილდოვა.

წყარო: https://iliauni.edu.ge/

 

ტოკიოში, ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“ პირველი დეკემბრიდან უჩვენებენ ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს – „სავარძელი.“

დიდი ქართველი რეჟისორის ნამუშევარს იაპონელი მაყურებელი 6 კვირის განმავლობაში ნახავს.

წყარო: https://www.facebook.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტ „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენას – „შეშლილი ჩაის სმა“

 

ლია ბაგრატიონი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც განავითარებს ტრადიციულ ცოდნაზე დაფუძნებულ ოსტატობას,  ითვისებს ნოვაციებს და იყენებს ნებისმიერ დარგობრივ საშუალებას.

პროექტი ,,შეშლილი ჩაის სმა“ აერთიანებს მის ადრეულ და უახლეს ნამუშევრებს. ავტორის დაკვირვების ობიექტია ჩაის სმის რიტუალი, რომელიც, მისივე განმარტებით, მშვიდ ატმოსფეროსთან ასოცირდება და არაფერი აკავშირებს შეშლილობასთან. ამიტომ, სახელწოდება „შეშლილი ჩაის სმა“ საწყისშივე აბსურდულია.

ლია ბაგრატიონის ინსტალაციის მედიუმი მშრალი თიხის თვისებაა, რომელსაც წყალი შლის.  გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ვორქშოპი უცხოელ კოლეგებთან ერთად (ალექსანდრე პერე, მანუელ კანუ და ალექსანდრა ელეონორა ენგელფრიტი), ასევე მრგვალი მაგიდა და კატალოგის პრეზენტაცია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds გიწვევთ დოკუმენტური ფილმის, Cadilac Dreams-ის პრემიერაზე

ფილმი გადაღებულია საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვების უფლებების დარღვევათა დოკუმენტირებაა. ფილმი 15 წლის, მსახიობობაზე მეოცნებე ოტობაიელი ბიჭის ყოველდღიური ცხოვრების ამბავს გვიყვება.  

კინოჩვენების შემდეგ გადამღებ ჯგუფი და Truth Hounds-ის გუნდი მზადაა უპასუხოს შეკითხვებს, ჩაერთოს დისკუსიაში და უკეთ გაიცნოს თითოეული სტუმარი.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.