fbpx

„თბილისის კომუნიკაციის სკოლაში“ სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა იწყება


გააზიარე სტატია

 

„თბილისის კომუნიკაციის სკოლაში “სტრატეგიული კომუნიკაციის“ პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაიწყო. სასწავლო პროგრამა ექვსი თვის განმავლობაში 80 შეხვედრას მოიცავს, რომლებსაც სფეროში გამოცდილი და წარმატებული ადამიანები გამართავენ და სტუდენტებს პრაქტიკაში გამოცდილ ცოდნას გაუზიარებენ. ასევე,  დეტალურად შეასწავლიან ყველა იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, რომელიც პროფესიული ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგებათ.

ლევან გომშიაშვილი, სკოლის დირექტორი:

„ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც კურსში ჩართულ ადამიანებს დაეხმარება, კომუნიკაციის ყველა საჭირო ინსტრუმენტს სიღრმისეულად გაეცნოს და პროფესიულ ცხოვრებაში შესაბამისად გამოიყენოს. ეს არ არის კურსი მხოლოდ მარკეტერებისთვის. ეს არის კურსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება და სწორი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება სურს. კურსი საინტერესო იქნება კომპანიის მფლობელებისათვის, მენეჯერებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც ზუსტად ესმის რამდენად დიდი როლი აქვს მარკეტინგულ კომუნიკაცებს  ორგანიზაციის მართვის პროცესში.“   

მაქსიმალურად ეფექტური სწავლებისთვის, თბილისის კომუნიკაციის სკოლამ ჩამოაყალიბა კათედრა, რომელზეც ყველა ლექტორი კოორდინირებულად მუშაობს. ამგვარად შედგენილი საერთო პროგრამა და ყოველდღიური ინფორმაციის გაცვლა კურსის საგნებს თანმიმდევრულსა და ლოგიკურს გახდის.

სტრატეგიული კომუნიკაციის კურსში ჩაერთვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. მათი ლექციები საერთო კურსშია ინტეგრირებული. ისინი აუდიტორიას საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ და უფრო მასშტაბური სურათის დანახვაში დაეხმარებიან.

ერთ-ერთი ლექტორი ჯენიფერ ვონგი იქნება, რომელიც ამერიკულმა „Forbes”-მა 30 წლამდელ საუკეთესო მარკეტერთა სიაში მოახვედრა. იგი მილიარდად შეფასებული სტარტაპის Convoy-ს მარკეტინგის ხელმძღვანელია.

ასევე, ლექციებს წაიკითხავს სიბი ტომასი – Dubai Opera-ს სპონსორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. Dubai Opera-ში გატარებული ორი წლის განმავლობაში,  მან გააფორმა სასპონსორო კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Apple, Jaguar, MasterCard, Christian Dior, Bvlgari, Hermes და Pandora.

და ასევე პაულინა ზახი, რომელიც გალერეა Erarta-ს ყოფილი დირექტორი და Sila Sveta-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. იგი თანამშრომლობს Lamborghini, BMW და მომღერალ Drake-თან.

რაც შეეხება ქართველ ლექტორთა გუნდს, „თბილისის კომუნიკაციის სკოლამ“ გამორჩეული პროფესიონალები შეკრიბა, რომლებსაც ქართულ ბაზარზე კომუნიკაციაში დიდი გამოცდილება აქვთ. ასეთია, მაგალითად, ნათია სვანიძე – ცნობილი Giovanni Morra-ს დამფუძნებელი და „სფეისის“ მომხმარებელთა გამოცდილების გუნდის ლიდერია. გიორგი მირზიკაშვილი – აუდიტორიას პროდუქტის ინოვაციებს შეასწავლის, Optio.ai-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. გაგა დარსალია – არაერთი ჯილდოს მფლობელი სააგენტო Redberry შემქმნელი, დიჯითალის მიმართულებას გაუძღვება.

HOLMES&WATSON-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი უჩა ურუშაძე სტრატეგიული კომუნიკაციის საგნის ფარგლებში წარადგენს ბრენდ-პლატფორმის შექმნის გამოცდილ მეთოდს, რომელთა შედეგებია თიბისის კამპანიები „გამარჯობა“  და „შენ“

სულხან ლაცაბიძე აუდიტორიას  ჯეოსელის, კავკასუს ონლაინის, ვისოლისა და საქართველოს ლატარიის კომპანიის მარკეტინგის მართვის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბრენდ მენეჯმენტს შეასწავლის.

ლადო მალაზონია, Windfor’s-ის ყოფილი მთავარი სტრატეგი და ამჟამად JWT Metro-ს სტრატეგიის ხელმძღვანელი, კურსის მონაწილეებს მონაცემთა ანალიზის სიღრმეებში შეუძღვება.

ირინა ეგაძე კი, სტუდენტებს ღონისძიებების მენეჯმენტისათვის აუცილებელ ინსტრუმენტებს გაანდობს.

ექვსთვიანი სასწავლო პროგრამის საფასური 6000 ლარია. გათვალისწინებულია სტიპენდია. „სტრატეგიული კომუნიკაციის“ კურსი მოიცავს 8 საგანსა და 80 შეხვედრას, რომელიც „ბილტმორის“ ამფითეატრში გაიმართება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.commschool.ge

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.